კვრინჩხი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კვრინჩხი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Prunus spinosa | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
კვრინჩხი (Prunus spinosa) — ეკლიანი ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. მისი სიმაღლე 5 მ აღწევს. დაკბილული და წამახული ფოთლები აქვს. ლეგა ნაფიფქით დაფარული მუქი ლურჯი ნაყოფი მწკლარტე და მომჟავო-მოტკბო. ყვავის აპრილ-მაისში, ფოთლის გამოტანამდე. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მთაში 1200-1600 -მდე ადის. საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. კვრინჩხი სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მირზაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 501, თბ., 1980 წელი.