კემერონ ბრაიტი
| კემერონ ბრაიტი Cameron Bright |
|
| დაბადების სახელი | კემერონ დუგლას კრიგერ ბრაიტი |
| დაბადების ადგილი | ვიქტორია, |
| დაიბადა | 26 იანვარი, 1993 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1997–დღემდე |
კემერონ ბრაიტი (ინგლ. Cameron Bright; დ. 26 იანვარი, 1993)[1] — კანადელი კინომსახიობი. სხვადასხვა დროს ითამაშა კინოფილმებში: „სხვა“, „დაბადება“, „უკან მოუხედავად გაიქეცი“ და სხვ.
კემერონ ბრაიტი დაიბადა კანადაში, ქალაქ ვიქტორიაში. პირველი როლი მიიღო 7 წლის ასაკში, სადაც ეპიზოდურ როლში გამოჩნდა სერიალში „მიწის ზემოთ“.[1] პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში „სხვა“, სადაც მასთან ერთად ითამაშა რობერტ დე ნირომ. უკანასკნელი საშინელებათა ჟანრის ფილმია, გამოვიდა 2004 წლის აპრილში. მოაგროვა 30 მლნ. აშშ დოლარი.[2] 2004 წელს ბრაიტმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „დაბადება“, სადაც მასთან ერთად ითამაშეს ცნობილმა მსახიობებმა ნიკოლ კიდმანმა, ლორენ ბეკოლმა და დენი ჰიუსტონმა. ამ მისტიკურ თრილერში შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, ხოლო ფილმის გამოსვლის შემდეგ ბრაიტი უფრო მომთხოვნი მსახიობი ხდება და როლებს ღებულობს არაერთ სხვა ცნობილ კინოფილმში.
თავისი კარიერის განმავლობაში მოუწია თამაში ჰოლივუდის ვარსკვლავებთან: რობერტ დე ნიროსთან, გრეგ კინერთან, ეშტონ კაჩერთან, მილა იოვოვიჩთან, ჯენიფერ გარნერთან და ა.შ.
ამპლუა: დრამა, ფანტასტიკა, თრილერი.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 2002 | მარტოხელა-გმირი | Lone Hero | |
| 2004 | სხვა | Godsend | |
| 2004 | დაბადება | Birth | |
| 2004 | პეპლის ეფექტი | The Butterfly Effect | |
| 2005 | აქ ეწევიან | Thank You for Smoking | |
| 2006 | უკან მოუხედავად გაიქეცი | Running Scared | |
| 2006 | X-ადამიანები 3- გადამწყვეტი ბრძოლა | X-Men-The Last Stand | |
| 2006 | ულტრავიოლეტი | Ultraviolet | |
| 2007 | ჯუნო | Juno | |
| 2007 | მილიონი შობისთვის | Christmas in Wonderland | |
| 2008 | კედელში დამარხულნი | Walled In | |
| 2009 | ამერიკული ინტრიგა | An American Affair | |
| 2009 | ბინდის საგა: ახალი მთვარე | The Twilight Saga: New Moon | |
| 2010 | ბინდის საგა: დაბნელება | The Twilight Saga: Eclipse |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- კამერონ ბრაიტი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Ouzounian, Richard. “Bright future“, Toronto Star, 2004-10-24, pp. D01. წაკითხვის თარიღი: 2007-04-02.
- ↑ Godsend (2004). Box Office Mojo.