ულტრავიოლეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ულტრავიოლეტი
Ultraviolet“
რეჟისორი კურტ ვიმერი
პროდიუსერი ჯონ ბალდეჩი
ლუკას ფოსტერი
ტონი მარკი
სცენარის ავტორი კურტ ვიმერი
როლებში მილა იოვოვიჩი
კამერონ ბრაიტი
კომპოზიტორი კლაუს ბადელტი
დისტრიბუტორი Screen Gems
გამოსვლის თარიღი 2006
ხანგრძლივობა 88 წთ (თეატრალური ვერსია)
94 წთ (ხანგრძლივი ვერსია)
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 30 მილიონი
შემოსავალი $31,070,211

ულტრავიოლეტი (ინგლ. Ultraviolet) — რეჟისორ კურტ ვიმერის ფანტასტიკური ეკშენი. ფილმში მონაწილეობენ: მილა იოვოვიჩი და კემერონ ბრაიტი. ჩრდილოეთ ამერიკაში ფილმის პრემიერა გაიმართა 2006 წლის 3 მარტს. 2006 წლის 27 ივნისს ფილმი გამოვიდა DVD და Blu-Ray დისკზე. Rotten Tomatoes-ის მიმოხილვაში კინოკრიტიკოსთა 69 წევრიდან მხოლოდ შვიდმა კრიტიკოსმა მისცა დადებითი შეფასება ფილმს[1]. „ულტრავიოლეტი არის გაუგებარი და დავიწყებადი სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, ყოველიმხრივ სუსტი ნამუშევარი“, ასე შეფასდა ფილმი Rotten Tomatoes-ის საიტზე.[2]

XXI საუკუნის დასასრული. დედამიწაზე ადამიანებსა და ადამიან-ვამპირებს შორის ომი მძვინვარებს. მსოფლიო განწირულია ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიაში მომხდარი ავარიის შემდეგ, სადაც აწარმოებდნენ ზეჯარისკაცებს შექმნას. ვირუსი მალევე გადააქცევს ადამიანს დაუმარცხებელ არსებად. გლობალური ეპიდემიის მსხვერპლი აჯანყებულები, იბრძვიან უკანასკნელ წუთებამდე. მათ შორისაა ვიოლეტი, რომელიც ცდილობს თავისი მისიის შესრულებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ultraviolet (2006). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: August 14, 2009.
  2. http://www.rottentomatoes.com/m/10004504-ultraviolet/