პეპლის ეფექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეპლის ეფექტი — ტერმინი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აღნიშნავს ზოგიერთი ქაოსური სისტემის თვისებას. სისტემაზე უმნიშვნელო გავლენამაც კი შეიძლება იქონიოს დიდი და არაპროგნოზირებადი შედეგები სადღაც სხვაგან და სხვა დროს.

ტერმინის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეტერმინურ-ქაოსური სისტემები მგრძნობიარეა პატარა ზემოქმედებებზე. ქაოსურ სამყაროში ძნელია წინასწარ განსაზღვრო, თუ რა ვარიაციები შეიქმნება კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას, შეცდომები და განუსაზღვრელობა დროის დინებასთან ერთად ექსპონენციალურად იზრდება. ედუარდ ნორტონ ლორენცმა ამ მოვლენას „პეპლის ეფექტი“ უწოდა: პეპელამ, რომელიც ფრთებს აქნევს აიოვაში, შეიძლება გამოიწვიოს ეფექტების ზვავი, რომელმაც უმაღლეს წერტილს შეიძლება მიაღწიოს ინდონეზიაში წვიმების სეზონზე („პეპლის ეფექტი“ იწვევს ალუზიას რეი ბრედბერის 1952 წლის მოთხრობასთან ჭექა-ქუხილის ხმა, სადაც შორეულ წარსულში პეპლის სიკვდილი ცვლის გვიანდელი მომავლის სამყაროს).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]