კაროტინოიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი პრიზმული წყაროს გარშემო არსებული ნარინჯისფერი წრე წარმოიქმნება ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების მიერ წარმოებული კაროტინოიდების მოლეკულების შედეგად.

კაროტინოიდები — ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი პიგმენტები, რომელთა სინთეზი ხდება ბაქტერიებში, სოკოებში და უმაღლეს მცენარეებში. ცხოველები კაროტინოიდებს იყენებენ A და K ვიტამინების სინთეზისათვის. კაროტინოიდებს ეკუთვნის კაროტინები და ქსანტროფილები; პომიდვრის ასკილისა და ძაღლყურძენას ნაყოფში შედის ლიკოპინი, სიმინდის თესლში — ზეაქსანტინი, ნესვის ხის ნაყოფში — კრიპტოქსანტინი, მურა წყალმცენარეებშიფუკოქსანტინი და ა. შ. კაროტინოიდების რაოდენობა იცვლება მცენარის განვითარების პროცესში და გარემო პირობების გავლენით; უჯრედში კაროტინოიდები ყველაზე მეტია პლასტიდებში. ისინი ხელს უწყობენ მცენარეთა განვითარებას, მონაწილეობენ მცენარის მიერ სინათლის შთანთქმაში და ცხოველის მიერ სინათლის აღქმაში, ფოტოსინთეზში. აგრეთვე მცენარეებში ჟანგბადის გადატანაში. მოლეკულაში კაროტინოიდების ორმაგი ბმების რაოდენობა და მდებარეობა განაპირობებს მის შეფერილობას. ცნობილია 150-ზე მეტი კაროტინოიდული პიგმენტი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კაროტინოიდები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 414.