კარლ უვე კნაუსგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ უვე კნაუსგორი
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1968(1968-12-06)[1] [2] [3] [4] [5] (55 წლის)
დაბადების ადგილი ოსლო[6]
საქმიანობა რომანისტი, ავტობიოგრაფი და მწერალი[4]
მოქალაქეობა  ნორვეგია[7]
ალმა-მატერი ბერგენის უნივერსიტეტი და Kristiansand Cathedral School
ჟანრი მხატვრული ლიტერატურა და მემუარები
Magnum opus ჩემი ბრძოლა
ჯილდოები Norwegian Critics Prize for Literature, Brage Award for Fiction, Bjornson scholarship, Gyldendal prize, Norwegian P2 listener's literature award, Norwegian P2 listener's literature award, Aust-Agder County Culture Award, Rhinos Price, იერუსალიმის პრემია, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[8] და Swedish Academy Nordic Prize[9]
მეუღლე Linda Boström Knausgård[10]

კარლ უვე კნაუსგორი (ნორვ. Karl Ove Knausgård [ˈkɑːɭ ˈùːvə ˈknæ̀ʉsˌɡoːr]; დ. 6 დეკემბერი, 1968) — ნორვეგიელი მწერალი. მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი მისი 6 ავტობიოგრაფიული რომანით, სახელწოდებით „ჩემი ბრძოლა“ (Min kamp). მოიხსენიებენ როგორც XXI საუკუნის ერთ-ერთ ლიტერატურულ სენსაციას. მას შემდეგ, რაც მან დაასრულა მუშაობა „ჩემს ბრძოლაზე“ 2011 წელს, გამოსცა ავტობიოგრაფიული სერია სახელწოდებით „სეზონების კვარტეტი“ და კრიტიკული ნაშრომი ედვარდ მუნკის შემოქმედების შესახებ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კნაუსგორი დაიბადა ოსლოში. გაიზარდა არენდალსა და კრისტიანსენდში. სწავლობდა ხელოვნებასა და ლიტერატურას ბერგენის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ მან შეითავსა ბევრი განსხვავებული სამუშაო. იყო მასწავლებელი სკოლაში, ჰყიდდა კასეტებს, მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ნავთობის პლატფორმაზე, ამავდროულად კი მწერლობას ცდილობდა. შემდგომში გადავიდა სტოკჰოლმში და 1998 წელს გამოაქვეყნდა პირველი რომანი.

სამწერლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კნაუსგორის სამწერლო დებიუტი 1988 წლეს რომანით „სამყაროდან გამოსული“ შედგა, რომლისთვისაც მან ნორვეგიელ კრიტიკოსთა პრემა დაიმსახურა. ეს იყო პირველი სადებიუტო რომანი, რომელმაც აღნიშნული ჯილდო დაიმსახურა.

მწერლის მეორე რომანი „დრო ყველაფრისთვის“ (2004) მოგვითხრობს ბიბლიის გარკვეულ ნაწილებზე და ანგელოზების დედამიწაზე ყოფნის ისტორიას. წიგნმა არაერთი ჯილდო მოიპოვა და წარდგენილი იყო ჩრდილოეთის საბჭოს ლიტერატურულ პრემიაზე. ის ასევე ნომინირებული იყო დუბლინის საერთაშორისო პრემიაზე ლიტერატურის დარგში. ნიუ-იორკში, წიგნის მიმოხილვისას მას „უცნაური, უსწორმასწორო და საოცარი წიგნი“ უწოდეს. „ჩემი ბრძოლის“ 6 წიგნი ქვეყნდებოდა 2009 წლიდან 2011მდე. მისი გვერდების რაოდენობა 3500 აჭარბებს. წიგნებმა მას უზარმაზარი წარმატება მოუტანეს და გამოიწვიეს კამათი. ეს კამათი ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმით, რომ წიგნი ატარებს იმავე სახელს, რასაც ჰიტლერის წიგნი (Mein kampf). გარდა ამისა, წიგნი მოგვითხრობს მწერლის, მისი ოჯახის, მეგობრების პირად ცხოვრებაზე. მიიღო არაერთი დადებითი შეფასება და ლიტერატურული პრემია, რომელთა შორის აღსანიშნავია ბრაგეს (პირველი წიგნისთვის) და გილდენდალის პრემიები. იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5 მილიონია, „ჩემი ბრძოლის“ 450 000 ეგზემპლარია გაყიდული.

„ჩემი ბრძოლის“ სერია ამჟამად იბეჭდება მრავალ ენაზე. მისი პირველი წიგნის თარგმანებს უკვე ხვდა წილად დიდი აღიარება დანიაში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში. სერიის ექვსივე წიგნი თარგმნილია ინგლისურად დონ ბარლეტის მიერ. ბრიტანეთში გამოქვეყნებული წიგნების სათაურში ვხვდებით „სიკვდილს ოჯახში“, „შეყვარებულ კაცს“, „ბიჭობის კუნძულს“, „სიბნელეში ცეკვას“, „უნდა იწვიმოსს“ და „დასასრულს“.კნაუსგორი ცხოვრობდა ოსტერლენში, შვედეთში, მის ცოლთან, მწერალ ლინდა კნაუსგორთან და მათ 4 შვილთან ერთად მანამ, სანამ ისინი ერთმანეთს არ დაშორდნენ 2016 წელს. ის ახლა ცხოვრობს ხან სამხრეთ ლონდონში, ხან შვედეთში.

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნომინაცია ჩრდილოეთის საბჭოს ლიტერატურულ პრემიაზე (2004)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნორვეგიელ კრიტიკოსთა პრემია ლიტერატურაში (1998)
  • ბრაგის პრემია (2009)
  • NRK P2-ის მსმენელთა პრემია (2009)
  • წლის წიგნის პრემია Morgenbladet-ში (2010)
  • Welt-Literaturpreis (ლიტერატურის სამყარო) (2015)[11]
  • იერუსალიმის პრემია (2017)[12]
  • შვედეთის აკადემიის ჩრდილოური პრემია (2019)[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმოხილვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kuiper K. Encyclopædia Britannica
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. Babelio — 2007.
  4. 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
  5. Munzinger Personen
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #133516512 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. LIBRIS — 2018.
  8. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  9. https://www.aftenposten.no/kultur/i/1kLknW/Knausgard-far-Svenska-Akademiens-nordiske-pris
  10. http://www.vg.no/rampelys/bok/karl-ove-knausgaard/knausgaard-skilles/a/23856237/
  11. "Welt"-Literaturpreis 2015 an Karl Ove Knausgård German. Die Welt (18 September 2015). ციტირების თარიღი: 24 September 2015.
  12. Izikovich, Gili. (28 May 2017) Karl Ove Knausgaard Named 2017 Laureate for Jerusalem Prize in Literature. ციტირების თარიღი: 18 October 2019
  13. Svenska Akademiens nordiska pris 2019 Swedish. Swedish Academy (20 February 2019). ციტირების თარიღი: 4 April 2019.