კარიბჭე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანქტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლის კარიბჭე

კარიბჭე — შენობის წინ გამოწვეული ნაწილი, რომელიც სახურავის საყრდენი სვეტებით ან თაღებით არის შექმნილი და ღიაა ერთი ან სამი მხრიდან. ქალაქის, სასახლის და და სხვა საზეიმო შესასვლელი. დაგვირგვინებულია ფრონტონით და ატიკით. ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ ეპოქაში ძველ საბერძნეთში. ამ პერიოდში ხშირად განცალკევებულად მდგომ კარიბჭეებსაც აგებდნენ. კარიბჭემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ევროპის არქიტექტურაში (ძირითადად კლასიციზმის ხანაში — XVIII ს.—XIX საუკუნის I მესამედი). საქართველოს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ეკლესიებს სამხრეთით (ან ორივე — სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან) უკეთებდნენ კარიბჭებს, რომლებსაც ხშირად ამკობდნენ მდიდრული დეკორით. ცნობილია დმანისის სიონის, ნიკორწმინდის, სვეტიცხოვლის, მანგლისის, ბეთანიისა და სხვა ტაძართა კარიბჭეები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 405, თბ., 1980