კავშირგაბმულობა თბილისში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავშირგაბმულობა თბილისში — უძველესი დროიდან არის ცნობილი თბილისიდან საქართველოში. მთელ ტერიტორიაზე ინფორმაციების (ამბების) გადაცემა, რასაც „შიკრიკები“ და „მალემსრბოლელები“ ახორციელებდნენ როგორც მშვიდობიან, ისე მტრის შემოსევების დროს.

XVIII საუკუნეში დამლევს იოანე ბატონიშვილი, რომელმაც სახელმწიფო რეფორმების პროექტი შეადგინა, ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და საერთოდ ეკონომიკური ურთიერთობების განვითრებაში განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა საფოსტო მიმოსვლას. თბიილისიდან ფოსტის (ამანათები, წერილები) გადაზიდვა საქართველოს სხვადასხვა კუთეში და პირიქით, თავდაპირველად ურმებით ხდებოდა. 1893 წელს ჩიკაგოში მოწყობილ მსოფლიო საფოსტო გამოფენაზე აჩვენებდნენ ქართულ საფოსტო ურმის მოდელს და კავკასიონის ქედზე თბილისიდან გაგზავნილი ფოსტის გადატანის ამსახველ ნახატს. 1900 წელს ბერლინის მუზეუმში წარმოდგენილი ყოფილა „ორთვლიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები“.

პირველი საფოსტო კანტორა თბილისში 1805 წლის 13 ივნისს გაიხსნა საქართველოს მთავმართებლის გენერალი პავლე ციციანოვის დაჟინებული მოთხოვნით. ფოსტის კანტორისთვის შენობა გამოიყო თბილისის გარეთუბანში, ბარონის ქუჩის ბოლოში. შენობის წინ მდებარე მოედანს „ფოსტის მოედანი“ უწოდეს. ფოსტის გადაზიდვა პირველ რიგში დაიწყო რუსეთის მიმართულებით - საქართველოს სამხრეთი გზით. თბილისიდან პეტერბურგამდე ფოსტის მიმოსვლა დაწესდა კვირაში ორჯერ XIX საუკუნის 30-იან წკებში თბილისის საგუბერნიო საფოსტო კანტორა გადაკეთდა საოლქო კანტორად, რომლის გამგებლობაში შედიოდა პირველი კლასის სამაზრო კანტორები: გორის, თელავის, სიღნაღისა და დუშეთის.

1846 წელს აიგო თბილისის საფოსტო სამმართველოს ორსართულიანი შენობა ე. გოლოვინის პროსპექტზე, იქ, სადაც ახლა რესპუბლიკის მოედანია. მის გამგებლობაში გადავიდა საფოსტო ტრანსპორტი, საჯინიბოები, საფოსტო სადგურების შენობები სადგურის შენობები და ტრაქტირები. თბილისიდან მყარდებოდა საფოსტო კავშირები საქართველოს ყველა მხარესთან. დაწესდა რუსეთისკენ საფოსტო სამგზავრო დილიჟანსებისა და ოთხთვლიანი სიზიდრების რეგურალური მოძრაობა. 1861 წლიდან თბილისიდან ვლადიკავკაზამდე ყოველდღე დადიოდნენ საფოსტო კარეტები. თბილის-ვლადიკავკაზს შორის მუშაობდა 13 საფოსტო სადგური, რომელთაც ჰქონდა მგზავრთა დასასვენებელიოთახები და სხვა მოწყობბილობა. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან თბილისი საფოსტო ეტლებით მიმოსვლას აწარმოებდა ქუთაისთან, ერევანთან, ბორჯომთან, ვლადიკავკაზთან, როსტოვთან, პიატიგორსკთან, გეორგიევსკთან, სტავროპოლთან და სხვა ქალაქებთან. სპარსეთის სატრანსპორტო ვაჭრობის განვითარების მიზნით დაწესდა საფოსტო მიმოსვლა თბილისსა და ჯულფას შორის. 1857 წელს თბილისში გამოუშვეს საქალაქო ფოსტის მარკა.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში თბილისის ფოსტა ვითარდებოდა დროის მოთხოვნის შესაბამისად, სათანადო სატრანსპორტო საშუალებების - ავტომანქანების, თვითმფრინავების, საფოსტო ვაგონების გამოყენებით. როგორც ქვეყნის შიგნით ისე უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობაშიც. 1990-იან წლებში შეიქმნა საფოსტო კავშირის მომსახურების ახალი სახეობანი.ელექტრონული ფოსტა ექსპრეს-ფოსტა, ფაქსის სამსახური, პირდაპირი უმისამართო საფოსტო რეკლამა, საკურიერო ფოსტა, ჰიბრიდული ფოსტის სახეობა, დაჩქარებული ფოსტა და სხვა. აღორძინდა ისეთი მომსახურება როგორიცაა „საქონელი ფოსტით“. თბილისში დისლოცირებულია ქვეყნის საფოსტო მომსახურების უდიდესი საწარმო შპს „საქართველოს ფოსტა“, რომელიც აერთიანებს 60ამდე ფილიალს და 1200-ამდე საფოსტო განყოფილებას. თბილისშივე ფუნქციონირებს საერთაშორისო ფოსტები. აქვეა დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი საწარმო „თბილისის ფოსტანტი.

ტელეგრაფი-თბილისში ტელეგრაფმა მუშაობა დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში რამაც დასაბამი მისცა საქართველოში ელექტროკავშირგაბმულობის განვითარებას. პირველი სატელეგრაფო კავშირი თბილისმა დაამყარა კოჯორთან 1858 წლის გაზაფხულზე. ტელეგრაფის აპარატები ბერლინში დაამზადა გერმანულმა ფირმამ „სიმენს და ჰალსკემ“ (ახლანდელი „სიმენსი“), თბილისს სატელეგრაფო აპარატებითა და სათანადო მოწყობილობებით ამარაგებდა და ადგილზე მათ ამონრტაჟებდა „სიმენს და ჰალსკემსის“ წარმომადგენელი. 1860 წელს თბილისმა სატელეგრაფო კავშირი დაამყარა გორთან, სურამთან, ფოთთან, შემდეგ ბორჯომთან, ახალციხესთან, ქუთაისთან. 1863 წელს დაიწყო სატელეგრაფო ხაზის მშენებლობა რუსეთის მიმართულებით, მცხეთისა და დუშეთის გავლით, საქართველოს სამხრეთი გზის გაყოლებით ვლადიკავკაზამდე, ნალჩიკამდე, პიატიგორსკამდე და სტავროპოლამდე, ამავე წლის 12 ივლისს თბილისის ტელეგრაფის სადგურმა დეპეშები გაცვალა პეტებურგთან, 1868 წელს ბაქოსთან, ნუხასთან, შემახასთან, ხოლო შემდეგ უკვე ევროპულ ქვეყნებთან. 1870 წლის 11 ივნისს თბილისში ამოქმედა ე.წ ინდოეთ-ევროპის ტელეგრაფის სადგური, რომელიც ლონდონიდან, ბერლინზე ვარშავასა და ოდესას გავლით დეპეშებს პირდაპირ თბილისში ღებულობდა და შემდეგ კალკუტას გადასცემდა, იქედან კი აზიის ქვეყნებს. ინდოეთ-ევროპის სატელეგრაფო ხაზი იმდროისთვის ევროპის ყველაზე გრძელი სახმელეთო ხაზი იყო. (11 000 კმ) როგორც ჩანს თბილისზე გადიოდა სატელეგრაფო ხაზი აზიასა და ევროპას შორის. 10-ეული წლების მანძილზე ტელეგრაფი სულ უფრო აფართოებდა ტელეგრაფის ზონას, აუმჯობესებდა ტელეგრაფის აპარატების მუშაობის ხარისხს და ტელეგრაფისტებს უმსუბუქებდა შრომის პირობებს.

1978 წლის დეკემბერიში დასრულდა თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის მშენებლობა, რომელშიც ამჟამად განთავსებულია შპს „საქართველოს ტელეკომი“, შპს „ინფოკომი“, შპს „საქალაქთშორისო კავშირების ცენტრი“, სააქცია საზ-ბა „საქართველოს ელექტროკავშირი“ და თბილისის ფოსტამტის ერთ-ერთი უდიდესი მე-8 საფოსტო განყოფილება.1980 წელს თბილისის ტელეგრაფის უშაობაში ახალი ეტაპი დაიწყო - დამონტაჟდა ე.წ პირდაპირი შეერთების სატელეგრაფო სადგური, რომელმაც შესაძლებელი გახადა ავტომ. კავშირის დამყარება თბილისის კავშირგაბმულობის განყობილებებთან, ქალაქებისა და რაიონების ტელეგრაფებთან. 1990 წლის 19 იანვარს სატელეგრაფო ქსელში პირველად საბჭოთა კავშირში დაინერგა ეროვნული (ქართულენოვანი) შრიფტი.

თბილისის მაღალხარისხოვანი სატელეგრაფო კავშირი აქვს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთნ. დედაქალაქის მოსახლეობასა და წარმოება - დაწესებულებებს სატელეგრაფო, სატელექსო და სხვა მონაცემთა გადაცემის საშუალებებით უზრუნველყოფის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო შპს „ინფოკომი“ რომელიც ერთ-ერთი უძველესი საწარმოს - თბილისის ტელეგრაფის მემკვიდრეა.

ტელეფონი - თბილისში ტელეფონი პირველად ამუშავდა 1882 წელს გაზეთ „კავკაზის“ რედაქციასა და სტამბას შორის. 1886 წელს თავადმა ზ. ჯორჯაძემ სატელეფონო ხაზი გაიყვანა რკინიგზის სადგურთან არსებულ ღვინის საწყობსა და ე. გელოვინის პროსპექტზე მდებარე საკუთრ ღვინის კანტორას შორის. პირველი სატელეფონო ქსლის მოწყობა თბილისში 1893 წელს დაიწყო. ბინებსა და საწარმო - დაწესებულებებში დადგმულ ტელეფონებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ. ტელეფონისტი ქალები ხელით მომსახურე კომუტატორების დახმარებით: აბონენტებისთის გამოქვეყნდა ტელეფონით სარგებლობის წესები. 1899 წლიდან დაიდგა ტელეფონები ახალი „ერიქსონის“ სისტემის კომუტატორებით. სატელეფონო კავშირი დამყარდა თბილისსა და ზემო ავჭალას შორის. ამ დროისათის სატელეფონო ქსელში ჩართული იყო 682 აბონენტი (722 ტელეფონის აპარატი), ქსელს ემსახურებოდა 21 ტელეფონისტი ქალი, 2 ტექნიკოსი, 10 ზედამხედველი და 1 დარაჯი. აბონენტების რაოდენობის მიხედვით თბილისს რუსეთის ქალაქებს შორის (პეტერბურგი, მოსკოვი, კიევი, ხარკოვი) მე-5 ადგილი ეკავა. 1910 წელს აბონენტთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა.

1929-1991, ავტომატური სატელეფონო სადგურების დანერგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს დაიწყო ავტომატური ტელეფონის სადგურის (ატს) მოწყობა. სადგურისათვის აიგო სპეციალური შენობა, დამონტაჟდა შვედეთის ფირმის „ერიქსონის“ მიერ შექმნილი ე.წ მანქანური ატს. თბილისში პირველი ატს (ატს-3 10 000 ნომრის ტევადობით) საექსპლუატაციოდ გადაეცა 1935 წელს, რომელზეც მთლიანად გადაერთო სატელეფონო სადგურის 3400 აბონენტი. ამ პერიოდისთვის თბილისს 7500 აბონენტი ჰყავდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ქალაქის სატელეფონო ქსელი მთლიანად ვითარდებოდა. 60-იანი წლების დასაწყისში მწყობრში ჩადგა დეკადურ-ბიჯური სისტემის სატელეფონო სადგურები. 1960 წლის თბილისში 17 200 ნომრის საერთო ტევადობის სადგურები მუშაობა, 1970 წელს კი - ატს-ების საერთო ტევადობამ 99 000 ნომერი შეადგინა. 1979 წლიდან დაიწო სატელეფონო ქსელის მოდერნიზაცია - კოორდინატულ სისტემიანი სადგურების ექსპლუატაციაში გაშვება, 1989 წელს კი საეუქსპლატაციოდ გადაეცა „ერიქსონის“ ფირმის მაღალი კლასის ელექტრონული სისტემის ავტომატური სადგურები, რათ ტევადობამ 60 000-ს მიაღწია. 1979 წლიდან განხორციელდა სატელეფონო ქსელში სისტემის სადგურების დამონტაჟება. ელექტრონული და ციფრული სადგურების დანერგვამ შესაძლებელი გახადა მოსახლეობის უფრი სრულყოფილი მომსახურება. XX საუკუნის ბოლოსთვის თბილისში სატელეფონო ქსელში მოქმედებდა 34 ატს (საერთო ტევადობა 250 000 ნომერი), მ. შ., 10 დეკადურ - ბიჯური, 12 ელექტრონული და 12 კოორდინატული სისტემის ატს-ი. ამჟამად დედაქალაქში 334 ტელეფონ-ავტომატია. ქსელში მოქმედებს ასევე საცნობარო სამსახური „09“ და სპეცკვანძის სპეციალურ სამსახურებთან დასაკავშირებლად შემოკლებული ნუმერაციით. თბილისის ატს-ის აბონენტებს საშუალება აქვთ კავშირი დაამყარონ არა მარტო ქალაქის აბონენტებთან, არამედ ქვეყნის შიგნით ქალაქებთან და რაიონებთან, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის აბონენტებთან.

1982 წლის მდგომარეობით თბილისში მოქმედებდა შემდეგი ატს-ები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 22_დეკადურ-ბიჯური
  • 23_კოორდინატული
  • 31_დეკადურ-ბიჯური
  • 34_კოორდინატული
  • 36_დეკადურ-ბიჯური
  • 37_კოორდინატული
  • 51_კოორდინატული
  • 62_კოორდინატული
  • 66_დეკადურ-ბიჯური
  • 67_კოორდინატული
  • 71_დეკადურ-ბიჯური
  • 72_დეკადურ-ბიჯური
  • 73_დეკადურ-ბიჯური
  • 74_დეკადურ-ბიჯური
  • 93_დეკადურ-ბიჯური
  • 95_დეკადურ-ბიჯური
  • 99_კოორდინატული

1982-1989 წწ ექსპლუატაციაში შევიდა შემდეგი ატს-ები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 35
  • 38_კოორდინატული
  • 39
  • 41_კოორდინატული
  • 61
  • 63
  • 68
  • 78_კოორდინატული
  • 94_კოორდინატული
  • 96
  • 97
  • 98

1989-1991 წწ ექსპლუატაციაში შევიდა შემდეგი ატს-ები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 60
  • 64

ციფრულ ატს-ებზე გადასვლის ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლისთვის დეკადურ-ბიჯური ატს-ების ასაკი 30 წელს აღწევდა, მათი არასათანადო მოვლის გამო გაუარესებული იყო სატელეფონო კავშირის ხარისხი, რამაც კონკურენციის პირობებში წარმოშვა კერძო კომპანია „ახალი ქსელები“ და „ახტელი“. „ახტელი“ „საქართველოს ელექტროკავშირის“ აბონენტებს სთავაზობდა მოძველებული დეკადურ-ბიჯური და კოორდინატული ატს-ებიდან მის ციფრულ ატს-ებზე გადასვლას რაც ინდექსების შეცვლით ხდებოდა. აღნიშნული ინდექსების ცვლილება მიმდინარეობდა შემდეგ ატს-ებზე:

  • 31→32. • 71→70
  • 36→33. • 73→76
  • 51→52. • 74→77
  • 62→65. • 78→79
  • 66→69
  • 67→57
  • 68→58

თბილისის მოსახლეობას სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფენ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირის“ ფილიალი „თბილისის სატელეფონო ქსელი“ და კერძო სატელეფონო კომპანია შპს „ახალი ქსელები“. ავტომატური საქალაქთშორისო და საერთაშორისო კავშირებით აბონენტებს ძირითადად უზრუნველყოფს შპს „საქართველოს ტელეკომი“, აგრეთვე კერძო სატელეფონო კომპანიები- „საქტელკომ-პლუსი“, „გუდვილკომი“, „ეგრისი“ და სხვ. აბონენტთა შეკვეთებს სატელეფონო საუბრებზე ოპერატორთა საშუალებით ახორციელებს შპს „საქალაქთაშორისო კავშირებისცენტრი“.

1997 წლიდან თბილისის მოსახლეობას ფიჭური რადიო-სატელეფონო კავშირით მომსახურებას უწევენ კერძო სატელეფონო კომპანიები: „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ „მეგაკომი“, ხოლო ცალმხრივი გამოძახების რადიოკავშირით - კომპანია „პეიჯინგი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ, 2002, გვ. 575