ირინე შლოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინე შლოსი

ირინე შლოსი კარლინის ბაზაზე
დაბ. თარიღი XX საუკუნე
დაბ. ადგილი ბუენოს-აირესი
მოქალაქეობა დროშა: არგენტინა არგენტინა
საქმიანობა ბიოლოგი
მუშაობის ადგილი Instituto Antártico Argentino, National Scientific and Technical Research Council, Université du Québec à Montréal, Université du Québec à Rimouski და ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი
საიტი ირინე შლოსი კვებეკის უნივერსიტეტის ვებ-საიტზე

ირინე შლოსიანტარქტიდის მკვლევარი, რომელიც ცნობილია პლანქტონის ბიოლოგიის შესახებ თავისი ნაშრომით და აქტიური მუშაობით. ის არის არგენტინის ანტარქტიდის ინსტიტუტის მკვლევარი და იყო არგენტინის ეროვნული სამეცნიერო და ტექნიკური კვლევის საბჭოს კორესპონდენტი[1] 2017 წლის ივლისამდე. იგი გახდა დამოუკიდებელი მკვლევარი 2017 წლის აგვისტოდან[2] და ასოცირებული პროფესორი კვებეკის უნივერსიტეტში.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შლოსი დაიბადა ბუენოს აირესში, არგენტინაში, სადაც მან დაასრულა თავისი პირველი „Licenciatura“ (მაგისტრის ხარისხის ექვივალენტი) ბიოლოგიაში ბუენოს აირესის უნივერსიტეტში. 1989 წელს მან გაიარა 6 თვიანი სტიპენდია (ტექნიკური გამოცდილებისთვის სტუდენტების გაცვლის საერთაშორისო ასოციაცია და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ალფრედ-ვეგენერის ინსტიტუტში ბრემერჰავენში, გერმანია, მონაწილეობდა საერთაშორისო ევროპულ კვლევაში „Polarstern“.[3] შემდეგ მან დაიწყო დოქტორანტურაზე სწავლა 1992 წელს, როგორც კვლევის ეროვნული საბჭოს (CONICET) თანამშრომელმა ბიოლოგიურ ოკეანოგრაფიაში. დოქტორანტურის განმავლობაში იგი სწავლობდა ფიტოპლანქტონის დინამიკას ანტარქტიდის სანაპიროზე. მან მიიღო დოქტორის ხარისხი ბუენოს აირესის უნივერსიტეტში 1997 წელს.[1][4] 2005-დან 2007 წლამდე ის იყო რიმუსკის საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის პოსტდოქტორანტი, სადაც სწავლობდა ფიტოპლანქტონისა და ფიზიკურ-ბიოლოგიური შეერთების დინამიკას ბოფორტის ზღვაში (კანადის არქტიკა).[5]

კარიერა და გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შლოსი არის არგენტინის ანტარქტიდის ინსტიტუტის (IAA) მკვლევარი და არის არგენტინის კვლევის ეროვნული საბჭოს (CONICET) კორესპონდენტი.[1] ის 2009 წლიდან არის კვებეკის რიმუსკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2008 წლიდან კი იქ იყო მკვლევარი ასისტენტი.[5] მისი კვლევა ფოკუსირებულია ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებაზე პლანქტონის თემებზე სხვადასხვა განედებში, ფიტოპლანქტონის როლზე CO2-ის ნაკადებზე ოკეანესა და ატმოსფეროს შორის და გლობალური ცვლილების ეფექტებზე სანაპირო პლანქტონზე.[5] მას აქვს კვლევითი გამოცდილება მაღალი განედების საზღვაო პლანქტონის დინამიკაში და პლანქტონის თემების ვარიაციებში სივრცესა და დროში. შლოსმა მონაწილეობა მიიღო ცხრა ექსპედიციაში ანტარქტიდაში (გემებზე და არგენტინის სადგურებზე), ჯამში დაახლოებით 17 თვე გაატარა ამ კონტინენტზე.[6]

მისი უდიდესი გავლენა იყო პლანქტონის ადაპტაციისა და ეფექტების ურთიერთქმედების კვლევა ოკეანის კლიმატის ცვლილებასთან. მისმა ნაშრომმა მოახდინა ფიზიკურ-ბიოლოგიური ურთიერთქმედების მოდელირება ანტარქტიდის სანაპიროზე დინამიკის დროს, კერძოდ ეს ეხებოდა წონასწორობას დათბობას, მყინვარების ნადნობ წყალსა და ქარისგან გამოწვეულ ფიზიკურ ტურბულენტობას შორის სანაპირო წყლებში. მისმა ნაშრომმა პლანქტონის ჯგუფების როლზე CO2-ის დინამიკაზე მიუთითა, რომ დიატომეებს ძირითადი წვლილი შეაქვთ ატმოსფერული CO2-ის ათვისებაში ზედაპირულ წყლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ბიომრავალფეროვნებასა და კლიმატთან შესაბამის პროცესებს შორის. გარდა ამისა, მისმა ნაშრომმა აჩვენა კავშირი ფართომასშტაბიან ატმოსფერულ მოვლენებსა (მაგალითად, სამხრეთ რგოლის რეჟიმი და ელ ნინოს სამხრეთ რხევა) და ფიტოპლანქტონის ადგილობრივ დინამიკას შორის.

შლოსი თამაშობს ცენტრალურ როლს ანტარქტიდის კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში.[5] იგი წარმატებით მუშაობდა პოლარულ მეცნიერებაში სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიცაა არგენტინა, კანადა და გერმანია. მრავალ საერთაშორისო კვლევით პროექტსა და ინიციატივაში პოპულარიზაციისა და მონაწილეობის გზით, თანამშრომლობდა მკვლევრებთან აშშ-დან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.[7] თავისი წვლილი შეაქვს ანტარქტიდის გარემოსდაცვითი პორტალის შემდგომ განვითარებაში.[8] ის განსაკუთრებით მონაწილეობს ანტარქტიდის მეცნიერების პოპულარიზაციაში.[9] მონაწილეობა ასევე ანტარქტიდის კვლევის სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Schloss, Irene R. - Institut des sciences de la mer de Rimouski. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19. ციტირების თარიღი: 2016-06-14
  2. Irene SCHLOSS | PhD | Instituto Antártico Argentino | Instituto Antártico Argentino, Buenos Aires | IAA. ციტირების თარიღი: 2020-03-13
  3. The expedition Antarktis VII/3 (EPOS LEG 2) of RV "Polarstern" in 1988/89.
  4. Escalas temporo-espaciales de variabilidad del fitoplancton costero Antártico.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Schloss, Irene R.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19. ციტირების თარიღი: 2016-06-14
  6. Studying the effect of warming oceans and glacier melting on Antarctic plankton.. ციტირების თარიღი: 2016-06-14
  7. Climate change effects on coastal polar environments and on planktonic communities. Interdisciplinary Modelling of Climate Change in Coastal Western Antarctica Network. ციტირების თარიღი: 2016-06-14
  8. Vulnerability of Southern Ocean biota to climate change. Antarctic Environments Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-23. ციტირების თარიღი: 2016-06-14
  9. Antarctic Thresholds - Ecosystem Resilience and Adaptation. Scientific Committee on Antarctic Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-17. ციტირების თარიღი: 2016-06-14
  10. Horizon Scan Retreat. Scientific Committee on Antarctic Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-05. ციტირების თარიღი: 2016-06-14