ირენე ბერნასკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირენე ბერნასკონი
მშობლიური სახელი ირენე მარია ბერნასკონი
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1896
ლა-პლატა, არგენტინა
გარდაცვალების თარიღი 7 ივლისი, 1989 (92 წლის)
ბუენოს-აირესი, არგენტინა
ეროვნება დროშა: არგენტინა არგენტინა
საქმიანობა საზღვაო ბიოლოგი
აქტიური 1924-1984

ირენე ბერნასკონი (29 სექტემბერი, 18967 ივლისი, 1989) – არგენტინელი საზღვაო ბიოლოგი, სპეციალიზებული კანეკლიანების კვლევაში და ყველაზე ცნობილი ანტარქტიდაში თავისი მუშაობით.[1] ის იყო პირველი კანეკლიანების სპეციალისტი არგენტინაში და 55 წელი გაატარა არგენტინის ზღვაში აღმოჩენილი კანეკლიანების (იგივე ექინოდერმების) კვლევაში. მისი მთავარი აქცენტი იყო ზღვის ვარსკვლავები; თუმცა, იგი ასევე აქტიურად ატარებდა კვლევებს გველკუდებისა და ზღვის ზღარბების შესახებ.[2]

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირენე ბერნასკონი – 1968 ანტარქტიდული მოგზაურობის მარშრუტი

თავისი კარიერის განმავლობაში ბერნასკონიმ აღწერა მრავალი ახალი გვარი და სახეობა. მისი პირველი ტაქსონომიური პუბლიკაცია, რომელშიც აღწერილი იყო ახალი სახეობები პტერასტერის გვარიდან, გამოქვეყნდა 1935 წელს. 1941 წელს მან აღწერა ორი ახალი სახეობა ლუიდიას გვარიდან. 1937-1980 წლებში ბერნასკონიმ გადახედა რიგი ოჯახების ტაქსონომიას: Pterasteridae, Luidiidae, Odontasteridae, Gonisasteridae, Ganeriidae, Asterinidae და Echinasteridae. 1965 წელს მან აღწერა ვემასტერის ახალი გვარი ოთხ ახალ სახეობასთან ერთად.

მარცხნიდან: ირენე ბერნასკონი, მარია ადელა კარია, ელენა მარტინეს ფონტესი და კარმენ პუხალსი

ბერნასკონი იყო ერთ-ერთი პირველი არგენტინელი ეროვნების ქალი მეცნიერი, რომელმაც ჩაატარა კვლევა ანტარქტიდაში მოგზაურობის შემდეგ 1968 წლის 7 ნოემბერს და იყო პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა ანტარქტიდის ექსპედიციას. ის მაშინ უკვე 72 წლის იყო.[3] ანტარქტიდის ექსპედიციაზე მას ახლდა კიდევ სამი მეცნიერი - მიკრობიოლოგი მარია ადელა კარია, საზღვაო ბიოლოგი ელენა მარტინეს ფონტესი და ბოტანიკოსი კარმენ პუხალსი.[4] ეს მეცნიერები ცნობილები არიან, როგორც „მელქიორის ოთხეული“ მელქიორის ბაზის ანტარქტიდის სადგურთან ასოციაციის გამო, საიდანაც მათ ჩაატარეს კვლევა და ექსპედიცია.[5] ისინი იყვნენ ქალ მეცნიერთა პირველი ჯგუფი, ვინც კვლევა ჩაატარა ანტარქტიდაში.

ოთხი მეცნიერი იკვლევდა ანტარქტიდას ორთვენახევრის განმავლობაში. ისინი იმყოფებოდნენ მელქიორის ბაზაზე, გამას კუნძულზე. მათ აიღეს წყლის ნიმუშები და შეაგროვეს ღრმა ზღვის ფლორისა და ფაუნის მაგალითები. აღმოჩენები ასევე მოიცავდა ტალახს და ბერნასკონის სპეციალობის, ექინოდერმების 2000-ზე მეტ მაგალითს.[6]

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს „Embajada de Mujeres de América“ (ამერიკის ქალთა საელჩომ) ექსპედიციის თითოეულ წევრს სამახსოვრო მედალი გადასცა.

ჯგუფმა მიიღო მრავალი ჯილდო გარდაცვალების შემდეგ. კამპანიის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არგენტინის ანტარქტიდის ინსტიტუტმა და ანტარქტიდის ეროვნულმა დირექტორატმა მეცნიერები დააჯილდოვეს და ანტარქტიდაში გეოგრაფიულ ადგილებს მათი სახელები უწოდეს. ეს გადაწყვეტილება დამტკიცდა საზღვაო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ. ადგილების სახელებია: პუხალის ყურე, კარიას კონცხი, ფონტეს კონცხი და ბერნასკონის ყურე.[7]

2022 წლის 11 თებერვალს, ქალთა და გოგონების საერთაშორისო დღეს მეცნიერებაში, პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა კასა-როსადას მეცნიერთა დარბაზს არგენტინის სამეცნიერო დარბაზი უწოდა, სადაც „მელქიორის ოთხეული“ შედიოდა დამსახურებული არგენტინელი მეცნიერი ქალების გამოფენაში. დარბაზის სურათების გალერეას ბერნასკონის ფოტო დაემატა არგენტინიდან 10 სხვა მეცნიერ ქალთან ერთად.[8]

ირენე ბერნასკონი იყო Google Doodle-ზე 2022 წლის 7 ნოემბერს. გუგლის ლოგოს სახეცვლილებაზე იგი გამოსახული იყო ზღვის ვარსკვლავის გვერდით.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bernasconi; Irene (1896–1989); Marine biologist. ციტირების თარიღი: 24 October 2015.
  2. Echinoderm Research and Diversity in Latin America. 
  3. Celebrating Irene Bernasconi en. ციტირების თარიღი: 7 November 2022
  4. Encyclopedia of the Antarctic, Volume 1. 
  5. Las Cuatro de Melchior es-AR. ციტირების თარიღი: 7 November 2022
  6. Ten Pioneering Women of Antarctica and the Places Named for Them. ციტირების თარიღი: 7 November 2022.
  7. Homenaje a las primeras científicas argentina en la Antártida es. ციტირების თარიღი: 7 November 2022
  8. "Queremos poner en valor el aporte de la mujer para el desarrollo de nuestra sociedad", dijo el presidente, en el Salón de la Ciencia Argentina es-es.
  9. Who is today's Google Doodle? First woman from Argentina to lead a marine expedition to Antarctica en (7 November 2022). ციტირების თარიღი: 7 November 2022