ზღვის ვარსკვლავები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea), უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მათი ხუთ-, ზოგჯერ მრავალსხივიანი (50-მდე), კაშკაშა სხეულის სიგრძე 1 სმ-იდან 1 მ აღწევს. ფსკერის ცხოველებია, დაცოცავენ ამბულაკრული ფეხებით. უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია გადმოაბრუნოს კუჭი, შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს. ზღვის ვარსკვლავების უმრავლესობა ცალსქესიანია. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს, ზოგი ცოცხალმშობია. კარგად განვითარებული რეგენერაციის უნარი აქვთ. კლასში 1500-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში. ზღვის ვარსკვლავები იკვებება სარეწაო მოლუსკებით (ხამანწკები, მიტილუსები), აგრეთვე რიფის წარმომქმნელი ნაწლავღრუიანებით, რითაც დიდი ზიანი მოაქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 549, თბ., 1979