კასა-როსადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასა-როსადა – არგენტინის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია

კასა-როსადა (ესპ. La Casa Rosada; ვარდისფერი სახლი) – არგენტინის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია. მდებარეობს ბუენოს-აირესის ცენტრში, პლასა-დე-მაიოს მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის პრეზიდენტის სამუშაო ადგილი, ხოლო საცხოვრებლად იყენებენ ქალაქის გარეუბანში მდებარე კვინტა-დე-ოლივოსის სახლს.

ჯერ კიდევ 1594 წელს ამ ადგილზე მდებარეობდა ხუან-ბალთაზარ ავსტრიელის ფორტი. 1713 წელს მის ნაცვლად სან-მიგელის ციხესიმაგრე ააშენეს, რომელიც ესპანეთის კოლონიალური მთვარობის რეზიდენციად იქცა. 1825 წელს პრეზიდენტ ბერნარდინო რივადავიას ბრძანებით ციხესიმაგრე გააფორმეს ნეოკლასიკური სტილის შესაბამისად და 1857 წლამდე იქ მდებარეობდა ბუენოს-აირესის მთავრობის რეზიდენცია. 1857 წელს პრეზიდენტმა ხუან ხოსე დე ურკისამ გასცა ბრძანება მისი დანგრევისა და მის ადგილზე საბაჟოს შენობის აგების შესახებ. ახალი შენობა ააგეს იტალიურ სტილზე და გახდა ქალაქის ყველაზე დიდი ნაგებობა.

ბარტოლომე მიტრესა და დომინგო სარმიენტოს პრეზიდენტობის დროს ჩაუტარეს რეკონსტრუქცია და დაამატეს შიდა ეზო – პატიო, ხოლო მუქი ყავისფერი კედლები შეღებეს ვარდისფრად, რაც უნდა გამხდარიყო ორი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის უნიტარებისა და ფედერალისტების შერიგების სიმბოლო.

ამჟამად სასახლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მოქმედი ქვეყნის მეთაურის სამუშაო კაბინეტი, რომელიც პირველი პრეზიდენტის რივადავიას სახელობისაა. ასევე საინტერესოა ბიუსტების დარბაზი, სადაც წარმოდგენილია ლეგიტიმურად არჩეული ყველა პრეზიდენტის ბიუსტი.

კასა-როსადის პანორამა პლასა-დე-მაიოდან.

ინტერიერის ხედები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: