იოსებ დავითაშვილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| იოსებ დავითაშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 1 ივლისი, 1850 |
| დაბადების ადგილი | სოფ. გარდატენი, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 13 მარტი, 1887 |
| გარდაცვალების ადგილი | თელავი |
| საქმიანობა | პოეტი |
იოსებ სიმონის ძე დავითაშვილი (დ. 1 ივლისი, 1850, სოფ. გარდატენი – გ. 13 მარტი, 1887, თელავი) — ქართველი პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მან ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში (1872-1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. მისი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკა „თერგდალეულთა“ ზეგავლენას განიცდის („წუთისოფელში ცხოვრება“, „ახალ მოლექსეს“ და სხვ.). პოეტის ზოგიერთი ლექსი სიმღერად იქცა („სამშობლო“; „მუშის სიმღერა“; „ბედის წყარო“ და სხვ.). ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად პოეტს ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა იოსებ დავითაშვილის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იოსებ დავითაშვილი“ ვიკისაწყობში.