იორდასალამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იორდასალამი

Paeonia suffruticosa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  იორდასალმისებრნი
გვარი:  იორდასალამი
ლათინური სახელი
Paeonia

იორდასალამი (ლათ. Paeonia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების, იშვიათად ბუჩქების ან ბუჩქ-ბალახების გვარი, იორდასალმისებრთა ოჯახისა. აქვთ წითელი, ვარდისფერი ან იშვიათად მოყვითალო, მარტოული დიდი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი.

გვარში 40-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და კავკასიაში. საქართველოში გვხვდება 10 სახეობა, რომელთაგანაც ორი კავკასიის, ხუთი კი საქართველოს ენდემია; საქართველოს მთის შუა და ზედა სარტყელში გვხვდება რუპრეხტის იორდასალამი (ლათ. Paeonia ruprechtiana) და სტევენის იორდასალამი (ლათ. Paeonis steveniana).

სახეობათა უმრავლესობა მესამეული პერიოდის ფლორას ეკუთვნის. მრავალი მათგანი დღესაც ფართოფოთლოვან რელიქტურ ტყეებში გვხვდება. მეტად ლამაზი დეკორატიული მცენარეებია. მებაღეობაში უამრავი ჯიშია გამოყვანილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. მცხვეთაძე, ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის თაიგული, თბილისი, 2001