ალექსანდრე იმედაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იმედაშვილი, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმედაშვილი.
ალექსანდრე იმედაშვილი
დაბადების სახელი ალექსანდრე იმედაშვილი
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1882
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 30 სექტემბერი, 1942 (60 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი (დ. 2 მარტი [ ძვ. სტ. 18 თებერვალი], 1882, თბილისი ― გ. 30 სექტემბერი, 1942, იქვე) — ქართველი მსახიობი, ქართული თეატრის ერთ-ერთი გამოჩენილი ტრაგიკოსი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1932).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1900 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა თეატრებში. 1921–1924 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928–1931 წლებში — კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის თეატრში (ახლანდელი თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), 1939–1942ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში. იყო ლადო მესხიშვილისა და ვასო აბაშიძის მოწაფე, რევოლუციამდელი ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარი და დამამკვიდრებელი ქართულ სცენაზე. გამოდიოდა ყველა ჟანრის (ტრაგედია, კომედია, ვოდევილი, მუსიკალური კომედია და სხვა) სპექტაკლებში. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კლასიკურ ტრაგედიებში.

იმედაშვილი ითვლებოდა ოტელოს (უილიამ შექსპირის „ოტელო“) როლის საუკეთესო შემსრულებელი რევოლუციამდელ ქართულ თეატრში. წარმატებით ითამაშა აგრეთვე ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მეფე ლირი (უილიმ შექსპირი „მეფე ლირი“), დონ კარლოსი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), დათო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ესტევანი (კოტე მარჯანიშვილის მიერ 1922 დადგმული ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“) და სხვა. იმედაშვილი გამოირჩეოდა უდიდესი ტემპერამენტით, პროფესიული კულტურით, დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და სასცენო მეტყველებით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ სცენაზე სწორი ქართული მეტყველების დამკვიდრებაში. 1921 წლიდან მოღვაწობდა კინოში. შეასრულა გელა („მოძღვარი“, 1922), ექიმის („ამოკი“, 1927), კარდინალ მონტანელის („კრაზანა“, 1928), ასტამირის („ელისო“, 1928) და სხვა როლები. იმედაშვილი იყო რეჟისორი, ანტრეპრენიორი, მთარგმნელი, სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის, ჭიათურის, ქუთაისისა და სხვა თეატრებს, მსახიობთა დასებს.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესხიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცაგარეიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 111-112.
  • ბურთიკაშვილი ა., ალექსანდრე იმედაშვილი, თბ., 1956;
  • ცაგარეიშვილი ლ., ალექსანდრე იმედაშვილი, თბ., 1972;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]