ილო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ილო
Ilo
Ilo, Peru.jpg
ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი მოკეგა
პროვინცია ილო
კოორდინატები 17°38′45″ ს. გ. 71°20′43″ დ. გ. / 17.64583° ს. გ. 71.34528° დ. გ. / -17.64583; -71.34528
ქალაქის მერი ხოსე ალფრედო მენდოზა პერეზი
ადრეული სახელები პაჩოჩა
ფართობი 15,733.97 კმ²
სიმაღლე 2380
მოსახლეობა 163 757 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 10.4 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 053
ოფიციალური საიტი ბმული

ილო მდებარეობა პერუ

Red pog.svg

ილო — საპორტო ქალაქი სამხრეთ პერუში. იგი უდიდესია მოკეგას რეგიონში და არის ილოს პროვინციის დედაქალაქი.

ისტორია[რედაქტირება]

XVI საუკუნეში ესპანელების გამოჩენამდე ეს ადგილი დასახლებული იყო ჩირიბაიას ტომის მაცხოვრებლებით, ხოლო ჩარლზ V მიწები კონკისტადორებს დაურიგა, სადაც გაშენებული იყო ზეთისხილის პლანტაციები. XX საუკუნის დასაწყისამდე სწორედ ზეთისხილის პლანტაციები იყო მთავარი შემოსავლის წყარო. მცირე დასახლებული ადგილი, პაჩოჩა გაშენებული იყო ზღვის ნაპირთან, სადაც მდინარე ოშმორი ჩაედინება წყარ ოკეანეში. საუკუნეების შემდეგ კი პაჩოჩა და მისი მოსახლეობა გადავიდა ილოს დღევანდელ სამყოფელზე და მიიღო ქალაქის დღევანდელი სახელი. მეოცე საუკუნემდე მოსახლეობა მდინარე ოშმორის ნაპირზე ცხოვრობდა და ილო იყო პორტი, რომელიც იღებდა აღმოსავლეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე მიმავალ გემებს. 1800 წლისათვის, როდესაც მსოფლიოში კომერციული წარმოება გაიზარდა ქალაქში ჩასახლდნენ იტალიელები, ჩინელები, იაპონელები და გერმანელები. ქალაქისთვის ინტერნაციონალური ვაჭრობიდან ჩამოშორება გამოიწვია ტრანსკონტინენტული რკინიგზისა და პანამის არხის მშენებლობამ. პორტში მხოლოდ ორთლქმავლებიღა შედიოდა, რომლებსაც ჩილეს პორტებიდან პერუს პორტებში გადაქონდა საქონელი.

დღესდღეობით ქალაქი თავს მეთევზეობითა და სამთო მრეწველობით ირჩენს. სპილენძის საბადოები, რომლებსაც სამხრეთ პერუს სპილენძის კორპორაცია (SPCC) ფლობს რეგიონში უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის.

კლიმატი[რედაქტირება]

ილოში ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 18-დან 28ºამდე, თითქმის არ წვიმს, რადგან ილო ატაკამას უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილშია გაშენებული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მშრალი სანაპირო უდაბნოა მთელ მსოფლიოში.

მუზეუმები[რედაქტირება]

  • პერუს ფლოტის მუზეუმი
  • "El Algarrobal"-ის მუზეუმი
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ილო&oldid=2466908“-დან