ილიამპუ
ილიამპუ | |
---|---|
კოორდინატები: 15°49′00″ ს. გ. 68°32′00″ დ. გ. / 15.81667° ს. გ. 68.53333° დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია |
ტერიტორიული ერთეული | ლა-პასის დეპარტამენტი |
სიმაღლე | 6368 მ |
პირველი ასვლა | 1928 წ. 7 ივნისი |
ილიამპუ (ესპ. Illampu) — მწვერვალი ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის ჩრდილოეთში, ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთით, მასზე ოდნავ მაღალი მთის, ანკოუმას ჩრდილოეთით, ქალაქ სორატის სიახლოვეს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6368 მეტრია და ბოლივიის სიმაღლით მეოთხე მწვერვალს წარმოადგენს.
ილიამპუს მწვერვალი საკმაოდ მახვილია და მთამსვლელთათვის საკმაოდ ძნელად დასაპყრობი. მასზე პირველი ასვლა 1928 წლის 7 ივნისს, გერმანელებისა და ავსტრიელების მიერ განხორციელდა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ილიამპუ
- ილიამპუ, www.peakware.com დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine.