ანკოუმა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ანკოუმა |
||
|---|---|---|
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 6 427 მ. | |
| პირველი ასვლა | 1919 წ. 11 ივნისი | |
ანკოუმა (ესპ. Ancohuma) — მწვერვალი ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის ჩრდილოეთში, ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთით, მასზე ოდნავ დაბალი მთის, ილიამპუს სამხრეთით, ქალაქ სორატის სიახლოვეს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6 427 მეტრია და ბოლივიის სიმაღლით მესამე მწვერვალს წარმოადგენს.
ილიამპუსგან განსხვავებით, ანკოუმას მწვერვალი უფრო ნაზია და მთამსვლელთათვის შედარებით ადვილად დასაპყრობი. მასზე პირველი ასვლა განხორციელდა 1919 წლის 11 ივნისს.
სტატიის