ილიამნის ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ილიამნის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 14 მ |
| სიგრძე | 124 კმ |
| სიგანე | 35 კმ |
| ფართობი | 2,1 ათ. კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 301 მ |
| საშუალო სიღრმე | 44 მ |
ილიამნის ტბა (ინგლ. iliamna) — მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობის უდიდესი ტბა ალასკაზე. ფართობი დაახლოებით 2,1 ათასი კმ². მდებარეობს ალეუტის ქედის ჩრდილოეთ შტოქედებს შორის. ტბის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაპირი დაბალია, სამხრეთი და აღმოსავლეთი — მაღალი. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. მდინარე კვიჩაკით ილიამნა დაკავშირებულია ბრისტოლის ყურესთან (ბერინგის ზღვა). მდიდარია თევზით.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 106-107, თბ., 1980 წელი.