ბრისტოლის ყურე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრისტოლის არხის დეტალური რუკა

ბრისტოლის ყურეატლანტის ოკეანის ყურე დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან. შეჭრილია ხმელეთში 230 კმ, ყელის სიგანე 126 კმ. სიღრმე 50 მეტრამდე. ერთვის მდინარე სევერნი, რომელიც შესართავთან ესტუარს ქმნის. ნაპირები დანაწევრებულია. მოქცევა ნახევარდღეღამური, სიმაღლე 14,4 მეტრამდე. ნავსადგურებია ბრისტოლი (ლონდონთან დაკავშირებულია არხით),კარდიფი, ნიუპორტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]