იან ფრენკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან ფრენკელი
რუს. Ян Абрамович Френкель
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 ნოემბერი, 1920(1920-11-21)
დაბ. ადგილი კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 25 აგვისტო, 1989(1989-08-25) (68 წლის)
გარდ. ადგილი რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, მომღერალი, მევიოლინე, პიანისტი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო, ვიოლინო, გიტარა, აკორდეონი
საიტი yanfrenkel.jimdo.com

იან აბრამის ძე ფრენკელი (რუს. Ян Абрамович Френкель; დ. 21 ნოემბერი, 1920, კიევი – გ. 25 აგვისტო, 1989, რიგა) — რუსი საბჭოთა კომპოზიტორი. სსრკ სახალხო არტისტი (1989). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1982).

1938–1941 წლებში სწავლობდა კიევის კონსერვატორიაში [იაკივ (იაკობ) მაგაზინერის ვიოლინოს კლასი]. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის წლებში დაასრულა ორენბურგის საზენიტო სასწავლებელი (1942), მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, იყო ფრონტის ბრიგადის არტისტი. 1946 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. შემოქმედების ძირითადი ჟანრი სიმღერა იყო; მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია: „საფეიქრო ქალაქი“ («Текстильный городок», 1961), „აბა რა უნდა გითხრა სახალინზე“ («Ну что тебе сказать про Сахалин», 1965, ორივე მიხეილ ტანიჩის ტექსტზე), „წითელი ძახველი“ («Калина красная», 1963, ხალხური ტექსტი), „მეჩქარება, მაპატიე“ («Я спешу, извините меня», 1964), „განშორების ვალსი“ («Вальс расставания», 1965, ორივე კონსტანტინე ვანშენკინის ტექსტზე), „რუსეთის ველი“ («Русское поле», 1968, ხალხური ტექსტი), „წეროები“ («Журавли», 1968, რასულ გამზატოვის ტექსტზე, რუსულად თარგმნა ნაუმ გნებნევმა), „შენთვის“ («Для тебя» (1976, იგორ შაფერანის ტექსტზე). აგრეთვე თანამშრომლობდა პოეტებთან — მარკ ლისიანსკისთან, რობერტ როჟდესტვენსკისთან, მორის სლობოდსკოისთან. იან ფრანკელის სიმღერებს ასრულებდნენ საბჭოთა ესტრადის მომღერლები — მარკ ბერნესი, გეორგ ოტსი, იოსებ კობზონი, მაია კრისტალინსკაია და სხვ. მუსიკა დაწერა 20-ზე მეტი მულტფილმისა და 40-ზე მეტი კინოფილმისათვის, რომელთა შორის არის „ქალები“ («Женщины», 1966), „მოუხელთებელთა ახალი თავგადასავლები“ («Новые приключения неуловимых», 1968), „გამოუსწორებელი მატყუარა“ («Неисправимый лгун», 1973). 4 ფილმში გადაღებულია როგორც მსახიობი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Лебедева О. С. Френкель, Ян Абрамович // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 615.