პეკარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეკარი
თეთრწვერა პეკარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: ღორისებრნი
გვარი: პეკარი
ლათინური სახელი
Tayassu

პეკარი (Tayassu) — წყვილჩლიქოსანი ცხოველების გვარი ღორისებრთა ოჯახისა, მათი სხეულის სიგრძე 75-100 სმ, მასა 16-30 კგ აღწევს.ზურგზე აქვთ ჯირკვალი, რომელიც მუშკისებურ სეკრეტს გამოყოფს. გვარში 2 სახეობაა. საყელოიანი პეკარი და თეთრწვერა პეკარი. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ სხვადასხვა პირობებში — მშრალი ველებიდან ტენიან ტროპიკულ ტყეებამდე. ქმნიან პატარა კოლტებს. იკვებებიან ბალახით, ფესვებით, ნაყოფებით, ზოგჯერ მწერებით, ხვლიკებით, წვრილი ძუძუმწოვრებით, ლეშით. შობენ 1-2 ნაშიერს.

იყენებენ პეკარის ხორცსა და ტყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]