თქმულებები ჯედაებზე: სითების ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თქმულებები ჯედაებზე: სითთა ბნელი მბრძანებლები
Swsw1.jpg
გამომცემელი კომპანია Dark Horse Comics
თემა ვარსკვლავური ომები
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ფორმატი სიუჟეტური თაღი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემების რაოდენობა 6
გაფართოებული სამყარო
ეპოქა სითები
სერია თქმულებები ჯედაებზე
გალაქტიკური წელი 3,996 იბ
კანონი C
წინა თქმულებები ჯედაებზე: სითთა ბნელი მბრძანებლები
შემდეგი წყვდიადი და ნათება
შემქმნელები
სცენარის ავტორი კევინ ჯ. ანდერსონი
ყდის ავტორ(ებ)ი ჰიუ ფლემინგი
კონტური დარიო კარასკო უმცრ.
მელანი ჯორი ენსაინი
მარკ ჰეიკე
ბილ ბლეკი
დევიდ ჯეიკობ ბეკეტი
ფერი რეიჩელ მენეში, პამელა რემბო
შრიფტი უილი შუბერტი

თქმულებები ჯედაებზე: სითების ომი (ინგლ. Tales of the Jedi: The Sith War) — ექვსნაწილიანი სიუჟეტური თაღი ვარსკვლავური ომების კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1996 წლის 1 ივლისს გამოუშვა.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ამ კომიქსებში მოქმედება ხდება ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში იავინის ბრძოლამდე 3.996 წლით ადრე. ძირითადი მოვლენები:

  • ექსარ კუნი და ულიკ კელ-დრომა ცდილობენ სითთა ოქროს ხანის დაბრუნებას.
  • კუნი ოსუსიდან იპარავს უძველესი სითების ჰოლოკრონს, რომლის ძალით არაერთ ჯედაის მოიმხრობს.
  • ექსარ კუნის გაფრთხილების მიუხედავად, ულიკ ქელ-დრომა გადაწყვიტავს, რესპუბლიკაზე პირდაპირი დარტყმა განახორციელოს.
  • კორუსანტზე ულიკი, მისი საყვარელი ალიმა და ერთგული მანდალორი მოქმედებენ. მაგრამ მათ ჯედაების მთელი რაზმი ეწინააღმდეგება. როგორც კი ულიკი მცირერიცხოვან ჯართან ერთად მთავარ შტაბში მიდის, ალიმა ავრცელებს ხმებს, თითქოს იგი მოკლეს და ჯარების მეთაურობას თავის თავზე იღებს. იგი გასცემს უკან დახევის ბრძანებას.
  • შტაბთან ულიკ ქელ-დრომას, რომელიც თანაშემწეების გარეშეა დარჩენილი, ჯედაები აპატიმრებენ. იგი სასამართლოზე მიჰყავთ.
  • მანდალორი ულიკის ერთგულია და ცდილობს, ალიმას ღალატის მტკიცებულება მოიპოვოს. ულიკის გათავისუფლების მიზნით, იგი მიმართავს ექსარ კუნს.
  • კუნი ამასობაში დამორჩილებულ ჯედაებს უბრძანებს, მოკლან საკუთარი მასწავლებლები.
  • ექსარი ჩნდება ულიკის სასამართლოზე, ათავისუფლებს ულიკს და კლავს მოსამართლეს. მთელი სასამართლო პროცესი მხოლოდ რესპუბლიკის ძალების დასაცინ მოქმედებად იქცა, მაგრამ მოულოდნელად კუნის ყოფილი მასწავლებელი, ვოდო-სიოსკ ბაასი, მოწაფის წინააღმდეგ გამოდის. კუნი კლავს მას და იავინ 4-ზე ბრუნდება. მისი აზრით, გამარჯვება ჯერ წინ არის.
  • მთელ გალაქტიკაში ჯედაები საკუთარ მასწავლებლებს ანადგურებენ.
  • ჯედაი ტონის პლანეტაზე იმალებიან ნომი სანრაიდერი, მისი გოგონა და ჯედაი სილვარი. პლანეტაზე ჩამოდიან ოს ვილუმი და კრეიდო, რომელიც ოდესღაც სილვარზე იყო შეყვარებული. ისინი აღვიძებენ მდინარეში დამალულ მონსტრებს და მათ ძალებს ტონისა და ჯედაების წინააღმდეგ მიმართავენ, მაგრამ ჯედაები იმარჯვებენ. სითების ძალით დაბრმავებულ ოს ვილუმს ისინი იტოვებენ, ხოლო კრეიდოს სილვარი სახეზე ნაიარევს უტოვებს. თავზარდაცემული კრეიდო ტოვებს პლანეტას.
  • დამარცხებული კრეიდო ბრუნდება იავინზე, მაგრამ ქელ-დრომა და კუნი ახალ გეგმას გაანდობენ. მათი გადაყვეტილებით, აღდგა ნაგა სადოუს უძველესი ხომალდი, რომელშიც მოქცეულია მისი ცოდნა, ცეცხლოვანი ვარსკვლავების დამორჩილების შესახებ. ალიმამ რესპუბლიკური ფლოტი უნდა მიიზიდოს პლანეტა კემპლექს 4-თან. იქ მან, სითური მაგიის დახმარებით, უნდა ააფეთქოს ვარსკვლავები და გაანადგუროს ჯედაები. ულიკმა იცის, რომ ალიმა არ გადარჩება - და ეს მისთვის საპასუხო მოქმედებაა ალიმას ღალატზე. კრეიდო ცდილობს, აღიდგინოს მის თვალში საკუთარი რეპუტაცია და ალიმას მიჰყვება.
  • რესპუბლიკის ხომალდებზე აღმოაჩენენ, რომ კემპლექს-4 უკვე დანგრეულია. ისინი მიჰყვებიან სითთა ხომალდს. ამ დროს ალიმა აფეთქებს ვარსკვლავებს. მაგრამ ჯაჭვური რეაქცია მათაც ეხება. ალიმა და კრეიდო იღუპებიან.
  • აფეთქების შედეგად წარმოშობილი დიდი ტალღა მოძრაობს გალაქტიკაში. მის გზად არის პლანეტა ოსუსი, სადაც ამ დროს მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ჯედაები ცდილობენ უძველესი არტეფაქტების გადარჩენას, რომელთაც ულიკი და ექსარი ეძებენ.
  • ნომი სანრაიდერს ახსენდება ჯედაების ერთ-ერთი მეთოდი. მისი ძალისხმევით, ულიკ ქელ-დრომა თავის ძალას კარგავს. საბოლოოდ, ულიკი ჰპირდება ჯედაებს, რომ კუნის ადგილსამყოფელს მიუთითებს.
  • ყველა ჯედაი ერთიანდება და მიემართება იავინ 4-სკენ. კუნი იხმობს პლანეტაზე არსებულ ყველა მასასის და ცდილობს, ჰოლოკრონის ძალით დაუმარცხებელ მებრძოლეებად აქციოს. მაგრამ არტეფაქტებიდან, რომელიც მოიპარა, მან ვერაფერი დაადგინა და სწორედ ამიტომ დაუშვა დიდი შეცდომა. მასასები კუნთან ერთად ცეცხლმა მოიცვა.
  • ულიკი ცდილობს, მოიპოვოს პატიება და ყველგან ეძებს კუნს. მაგრამ იგი განადგურებულია.

გამოცემები[რედაქტირება]

  • სითების ომი: გრიგალის ზღვარზე
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: კორუსანტის ბრძოლა
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: დაშვება ბნელ მხარეს
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ულიკ ქელ-დრომას სასამართლო
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ჯედაების სასაკლაო
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ძმა ძმის წინააღმდეგ
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ბნელი მბრძანებელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]