სიუჟეტური თაღი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიუჟეტური თაღი — განვრცობილი თხრობის ხაზი ეპიზოდებისგან შემდგარ თხობაში. ამგვარი ხერხი გავრცელებულია სატელევიზიო ფილმებში, კომიქსების გამოცემებში, ვიდეო თამაშებში და ზოგჯერ ფილმებშიც. მაგალითად, სატელევიზიო სერიალებში თხრობა მრავალ ეპიზოდში გრძელდება. სატელევიზიო ფილმებში სიუჟეტურ თაღს უფრო დრამებში იყენებენ, ვიდრე კომედიებში — განსაკუთრებით სერიალებში. ასევე, ამ ხერხს ვებ-კომიქსებში უფრო მიმართავენ, ვიდრე საგაზეთო კომიქსებში, ვინაიდან ვებ-კომიქსების უმრავლესობას აქვს არქივები ასეთ ვებ-გვერდებზე ახალი შემოსულებისთვის, რომ მათ ამა თუ იმ კომიქსის სიუჟეტი გაიგონ.