თქმულებები ჯედაებზე: ძველი რესპუბლიკის რაინდები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თქმულებები ჯედაებზე: ძველი რესპუბლიკის რაინდები
Swtj1.jpg

სიუჟეტური თაღის მეორე გამოცემა
თემა ვარსკვლავური ომები
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ფორმატი სიუჟეტური თაღი
გამოცემის თარიღ(ებ)ი 1 ოქტომბერი 1993 -
1 თებერვალი 1994
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემების რაოდენობა 5
გაფართოებული სამყარო
ეპოქა სითები
სერია თქმულებები ჯედაებზე
გალაქტიკური წელი 3,998 იბ
კანონი C
წინა თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა
შემდეგი თქმულებები ჯედაებზე: ფრიდონ ნადის ამბოხება
შემქმნელები
სცენარის ავტორი ტომ ვეიტჩი
ყდის ავტორ(ებ)ი დეივ დორმენი და ჰიუ ფლემინგი
კონტური კრის გოსეტი, ჯენინ ჯონსტონი, დევიდ როუჩი
მელანი მაიკ ბარიერო, ჯენინ ჯონსტონი, დევიდ როუჩი
ფერი პამელა რემბო
შრიფტი უილი შუბერტი

თქმულებები ჯედაებზე: ძველი რესპუბლიკის რაინდები (ინგლ. Tales of the Jedi: Knights of the Old Republic) — ხუთნაწილიანი სიუჟეტური თაღი კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია ტომ ვეიტჩი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1993 წლის 1 ოქტომბერს გამოუშვა. კომიქსის ამ სერიაში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების სამყაროში, ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი-ს მოვლენებამდე 3,998 წლით ადრე.

[რედაქტირება] სიუჟეტი

ამ ნომრებში წარმოდგენილ სიუჟეტებს შორის ორი ძირითადი იკვეთება:

ულიკ ქელ-დრომა

დამწყები ჯედაის რთული გზა და არჩევანი. ჯედაების მონაწილეობა პრინცესა გალიას გათავისუფლებაში. პირველად არის ნახსენები ფრიდონ ნადი, რომელსაც პლანეტა ონდერონის მოსახლეობის ერთი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბნელ მხარეს ემხრობოდა, პატივს სცემს.

ნომი სანრაიდერი

ამბავი ნომისა და მის გოგონა ვიმაზე. ნომის ქმარი, ანდური, ოჯახთან ერთად მიემგზავრება გალაქტიკის ერთ კუთხეში, სადაც თავის მასწავლებელ ტონს უნდა შეხვდეს. გზად ანდურს კლავენ და ნომი რთული არჩევანის წინაშე დგება. ტონი მას ჯედაის ხელოვნებას ასწავლის. ნომი, მიუხედავად იმისა, რომ ლაზერის ხმალი ქმრის დაღუპვის ამბებს ახსენებს, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ჯედაების ცნობილ იარაღს ხელში იღებს.

[რედაქტირება] გამოცემები

  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ულიკ ქელ-დრომა და ონდერონის მხეცური ომები, ნაწილი 1
  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ულიკ ქელ-დრომა და ონდერონის მხეცური ომები, ნაწილი 2
  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ნომი სანრაიდერის საგა, ნაწილი 1
  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ნომი სანრაიდერის საგა, ნაწილი 2
  • ძველი რესპუბლიკის რაინდები: ნომი სანრაიდერის საგა, ნაწილი 3

[რედაქტირება] ბმულები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე