ვარსკვლავური ომების კანონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვარსკვლავური ომების კანონი (ინგლ. Star Wars canon) — ეპოპეა, რომელშიც შედის ვარსკვლავური ომების ექვსი ოფიციალური მხატვრული ფილმი და ოფიციალურად ლიცენზირებული დამატებითი ნაშრომები (ძირითადად, წიგნები და კომიქსები).
[რედაქტირება] ჰოლოკრონი
1996 წლისათვის შეიკრიბა კანონთან დაკავშირებული იმდენად ვრცელი მასალა, რომ საჭირო გახდა მისი ერთგვარი მოწესრიგება. შეიქმნა სისტემა, რომლის ფარგლებშიც ეს განხორციელდა. 2000 წელს ლელან ჩიმ, რეჟისორ ჯორჯ ლუკასის კომპანიის Lucas Licensing მითითებით შეიმუშავა მონაცემთა ბაზა ჰოლოკრონი. მისი მიხედვით, გამოიკვეთა შემდეგი კანონები:
- კანონი G: აბსოლუტური კანონი. მასში შეტანილია: ფილმები, სცენარები, წიგნები, რადიოდადგმები და თავად ლუკასის მიერ წარმოებული სხვა დაკავშირებული პროდუქცია.
- კანონი T: ორი სატელევიზიო სერიალი, ვარსკვლავური ომები: კლონების ომები და ტელესერიალი ვარსკვლავური ომები.
- კანონი C: მასში ძირითადად შეტანილია სამყაროს ვრცელი ისტორიის წიგნები, კომიქსები და თამაშები.
- კანონი S: მეორეხარისხოვანი კანონი. მასში მოქცეულია შეზღუდული ხანგრძლივობის მქონე მრავალი ელემენტი, რომელიც მიუხედავად ამისა, საერთოდ ქრონოლოგიასთან პირდაპირ კავშირშია.
- კანონი N: ეს კანონი ყველა კანონს გარეთ დგას. მასში შეტანილია სამყაროს პარალელური რეალობის ვერსიები, თამაშების სტატისტიკა და ყოველივე, რაც საერთოდ არ არის ვარსკვლავური ომების ქრონოლოგიასთან კავშირში. ფილმის I-III ეპიზოდების გამოსვლის შემდეგ, ფანების მიერ გამოგონილი ისტორიებმა, რომლებიც C-კანონში იყო შეტანილი, გადაინაცვლეს N-კანონში.
[რედაქტირება] ბმულები
- ვარსკვლავური ომების გაფართოებული სამყაროს ოფიციალური გვერდი
- ჰოლოკრონის მიმოხილვა ოფიციალურ ფორუმზე
- ინფორმაცია კანონის შესახებ საიტზე ვუკიპედია
|
|||||||||||||||||||||||||
სტატიის