თურქთა სახაკანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქოქ-თურუქების გამოსახულება

თურქთა სახაკანო (ძველი თურქული: Old Turkic letter UK.svgOld Turkic letter R2.svgOld Turkic letter U.svgOld Turkic letter T2.svg თურუქები,[1][2]Old Turkic letter UK.svgOld Turkic letter R2.svgOld Turkic letter U.svgOld Turkic letter T2.svg Old Turkic letter K.svgOld Turkic letter U.svgOld Turkic letter UK.svg ქოქ-თურუქები,[1][2] ან Old Turkic letter K.svgOld Turkic letter R2.svgOld Turkic letter U.svgOld Turkic letter T2.svg თურქები.[3] ) – თურქული ტომების სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, არსებობდა 552-745 წლებში. მოსახლეობა მისდევდა მომთაბარე მესაქონლეობას და ნადირობას. 460 წელს აღმოსავლეთ თურქესტანიდან ალთაიზე გადასახლებული ერთ-ერთი ტომის მეთაურობით შეიქმნა ადგილობრივ ტომთა კავშირი, რომელმაც მიიღო „თურქის“ სახელწოდება. ეს ტერმინი პირველად პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო, მაგრამ შემდეგ იგი თურქულ ენათა და ხალხთა დიდი ჯგუფის აღმნიშვნელად გადაიქცა. თურქთა სახაკანოს პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ თურქესტანის ძველ სახელმწიფოთა ძაბაძვით. VI საუკუნის შუა წლებში თურქებმა დაამარცხეს უიგურები და ჟუჟანები და თურქთა ბელადმა ბუმინმა (გ. 552 წელს) თავი ხაკანად გამოაცხადა. 555 წლისთვის თურქთა სახაკანოს გავლენას დაემორჩილა მთელი ცენტრალური აზია. თურქთა სახაკანომ ანტიირანული კავშირი დადო ბიზანტიასთნ. ირანში ლაშქრობებს მოჰყვა სახაკანოს საზღვრის გაფართოება მდინარე ამუდარიამდე და მის დასავლეთ ნაპირამდე.

აღმოსავლეთით თურქთა სახაკანომ აღადგინა თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში და ენერგიულად შეუტია ჩინეთს. გარკვეული წარმატების შემდეგ, 630 წელს, ჩინეთთან ომში მან მარცხი განიცადა და 50 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. VII საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთი თურქთა სახაკანო გათავისუფლდა ჩინეთის ბატონობისაგან, მაგრამ VIII საუკუნის I ნახევარში იგი საბოლოოდ დაიშალა და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა უიგურთა სახაკანო (745-840 წწ.).

დასავლეთ თურქთა სახაკანომ VII საუკუნის დამდეგიდან შეძლო განმტკიცება, მაგრამ 630 წელს დაიწყო ხანგრძლივი შინაომი. 658-659 წლებში დასავლეთ თურქთა სახაკანოს ძირითადი ნაწილი დაიპყრო ჩინეთმა, რომლის ბატონობისაგან იგი მხოლოდ 704 წელს გათავისუფლდა. აგრესიული მეზობლების თავდასხმებისა და შინაომების შედეგად 740 წელს დასავლეთ თურქთა სახაკანო დაიშალა.

თურქთა სახაკანომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევრაზიის თურქულენოვანი მოსახლეობის კონსოლიდაციაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 19, თბ., 1980 წელი.
  • Zhu, Xueyuan (朱学渊) (2004) (ჩინური) The Origins of the Ethnic Groups of Northern China (中国北方诸族的源流). Beijing: Zhonghua Shuju (中华书局) ISBN 7-101-03336-9
  • Xue, Zongzheng (薛宗正) (1992) (ჩინური) A History of the Turks (突厥史). Beijing: Chinese Social Sciences Press (中国社会科学出版社) ISBN 7-5004-0432-8
  • Ekaterina Nachaeva (2011). "The "Runaway" Avars and Late Antique Diplomacy", რედ. Ralph W. Mathisen, Danuta Shanzer: Romans, Barbarians, and the Transformation of the Roman World: Cultural Interaction and the Creation of Identity in Late Antiquity. Ashgate. 
  • Sinor, Denis (1990). The Cambridge History of Early Inner Asia. Cambridge University Press. ISBN 0521243041. 

სქოლიო[რედაქტირება]