ორხონ-ენისეის ძეგლთა ენა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სტელა ტონიუკუკის შესახებ წარწერით
ორხონ-ენისეის ძეგლთა ენა ძველი თურქული ენა — მდინარე ორხონისა და ენისეის მიდამოებში კლდეებზე, სტელებსა და საფლავის ქვებზე VI-VIII საუკუნეებში ამოკვეთილი წარწერების ენა. შეიცავდა ყველა ძირითად ხმოვანს e-ს გარდა. თანდებულთა სისტემა ჯერ არ ყოფილა მკაფიოდ გამორჩეული ზმნიზედისაგან, არც კავშირებია ჩამოყალიბებული, არსებობს მხოლოდ შეერთებითი ნაწილაკები (სინტაქსურად არც ქვეწყობაა და არც თანწყობა).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 589, თბ., 1984 წელი.