თურქები აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანში მცხოვრები თურქები წარმოადგენენ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. აქ მცხოვრები თურქი მოსახლეობა უმეტესწილად ოსმალეთიდან ჩამოსულთა შთამომავლები, მუსლიმი მესხები და თურქეთიდან ბოლოდროინდელი მიგრანტებისგან შედგება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთიდან მიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთიდან თურქებმა მიგრირება და აზერბაიჯანში აზერბაიჯანში დასახლება დაიწყეს, როდესაც რეგიონი ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ მოექცა 1578-1603 წლებში, შემდეგ კვლავ 1724 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. პირველი აღწერილობა საბჭოთა კავშირმა 1926 წელს ჩაატარა ამ დროს რეგიონში 8570 თურქი ცხოვრობდა. ოსმალები აღარ არიან ჩამოთვლილნი ცალკეულ აღწერებში; სავარაუდოდ, ისინი ვინც აზერბაიჯანში ცხოვრობდა, ან ასიმილაცია განიცადა აზერბაიჯანულ საზოგადოებასთან, ან დატოვა ქვეყანა.[1] დღესდღეობით, ოსმალეთითიდან მიგრირებული თურქების შთამომავლები დაახლოებით 19 000-ს შეადგენენ.[2]

მუსლიმი მესხების მიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსლიმი მესხები („თურქი მესხები“) აზერბაიჯანში პირველად XIX საუკუნის ბოლოსა და 1918-1920 წლებში დასახლდნენ.[3] ამასთან, აზერბაიჯანში მიგრაცია მკვეთრად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. საბჭოთა კავშირის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა მოითხოვა ანატოლიის სამი პროვინციის (ყარსის, არტაანისა და ართვინის) დაქვემდებარება. ასევე სტალინს სურდა მესხეთში მდებარე სტრატეგიული ტერიტორიების თურქი მოსახლეობისგან გაწმენდა.[4]

1950-იანი წლების ბოლოდან 1970-იანი წლების ჩათვლით, აზერბაიჯანში დაახლოებით დასახლდა 25 000-დან 30 000 თურქი. ვინაიდან უზბეკეთში მცხოვრები თურქები აჯანყების მსხვერპლი გახდნენ ფერღანის ხეობაში ეთნიკური უზბეკების მხრიდან, რამაც ასამდე ადამიანის დაიღუპვა გამოიწვია.[5] ფერღანას ველიდან წამოსული თურქი ლტოლვილების პირველი ტალღის უმეტესობა დასახლდა, საათლში, საბირაბადში, ბეილაგანსა და ბაქოში.[6] რამდენიმე ასეული თურქი მთიანი ყარაბაღიდან აზერბაიჯანში ჩავიდა 1991-1994 წლებში ომის დროს.[6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქები აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის აღწერის მიხედვით[7]
წელი რაოდენობა %
1959 200 0%
1970 8500 0.2%
1979 7900 0.2%
1989 17 700 0.2%
1999 43 400 0.5%
2009 38 000 0.4%

2009 წლის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის აღწერის თანახმად, აზერბაიჯანში თურქების რაოდენობა 38 000-ს შეადგენდა.[7] ამასთან, თურქული მოსახლეობის შესახებ ოფიციალური მონაცემები ნაკლებად ზუსტია, იმისათვის რომ მოსახლეობის აღწერაში მიეთითოს, ვინაიდან საზოგადოების უმეტესობა ოფიციალურად რეგისტრირებულია, როგორც „აზერბაიჯანელი“.[8] გარდა ამისა, არცერთ აღწერაში არ ხდება განსხვავება მესხეთის თურქებსა და თურქეთიდან ჩამოსულ თურქებს შორის, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები გახდნენ, ორივე ჯგუფი ოფიციალურ აღწერაში კლასიფიცირდება როგორც „თურქები“ ან „აზერბაიჯანელები“.[7]

ოსმალეთიდან ჩამოსულ მიგრანტთა დაახლოებით 19 000 შთამომავალი დღესაც ცხოვრობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.[2] თუმცა, მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, თურქი მიგრანტების ახალი ტალღა ჩამოვიდა საქართველოდან და თურქეთიდან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თანახმად, 1999 წელს აზერბაიჯანში 100 000 მესხი თურქი ცხოვრობდა. ამასთან, 2009 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში ცხოვრობდა დაახლოებით 17 577 თურქი.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Akiner 1983, 381.
  2. 2.0 2.1 Minahan, James (1998), Miniature Empires: A Historical Dictionary of the Newly Independent States, Greenwood Publishing Group, p. 19, ISBN 0313306109
  3. Coene 2009, 67.
  4. Bennigsen და Broxup 1983, 30.
  5. Ryazantsev 2009, 167.
  6. 6.0 6.1 Pentikäinen და Trier 2004, 19.
  7. 7.0 7.1 7.2 The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan. Population by ethnic groups. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-30. ციტირების თარიღი: 2012-01-16.
  8. Helton, Arthur C. (1998). „Meskhetian Turks: Solutions and Human Security“. Open Society Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-15. ციტირების თარიღი: 2012-01-17. დაიგნორებულია |chapter= (დახმარება)
  9. Çalışma ve Sosyal Güvenlik Bakanlığı. YURTDIŞINDAKİ VATANDAŞLARIMIZLA İLGİLİ SAYISAL BİLGİLER (31.12.2009 tarihi itibarıyla). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2011-09-27.