თორმეტი ოლიმპოელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თორმეტი ოლიმპოელი ღმერთი.

თორმეტი ოლიმპოელი ასევე ცნობილი სახელით დოდეკათეონი (ბერძნ.: Δωδεκάθεον < δωδεκα, დოდეკა, "თორმეტი" + θεον, თეონი, "ღმერთი") - ძველ საბერძნეთში ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთები, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ბინადრობდნენ:

ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, ჰერმესი, ჰეფესტო, აფროდიტე, ათენა, აპოლონი, არტემიდე, დემეტრე და ჰესტია.

ჰერაკლე, ჰებე (მითოლოგია), ჰელიოსი, ჰადესი, დიონისე და პერსეფონე სხვა მნიშვნელოვანი ღმერთები და ქალღმერთებია, ხოლო ჰერაკლე კი გმირი. პერსეფონემ წელიწადის სამ თვეს მიწისქვეშეთის საუფლოში ატარებდა (რის გამოც ზამთარში ბუნება იძარცვებოდა), ხოლო დანარჩენ ცხრა თვის ოლიმპოს მთაზე გატარების უფლება ჰქონდა. ამ დროს, ის დედამის - დემეტრეს გვერდით იყო, რომელიც შვილის არყოფნის დროს გლოვობდა და და ოლიმპოელებისგან განცალკევებით ცხოვრობდა. მართალია, ჰადესი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო ბერძნულ პანთეონში, მაგრამ ვინაიდან ის მიწისქვეშეთს განაგებდა, ოლიმპოელებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

თორმეტმა ოლიმპიელმა მას შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რაც ზევსმა თავის და-ძმასთან ერთად, ტიტანები ბრძოლაში დაამარცხა; ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, დემეტრე, ჰესტია და ჰადესი და-ძმა იყვნენ. დოდეკათეონის დანარჩენი წევრები ზევსის შვილებად ითვლებიან, რომელთაც სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ამ მხრივ, გამონაკლისია ათენა, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მხოლოდ ზევსისგან იშვა და აფროდიტე, რომელიც კრონოსის მოჭრილი ფალოსისგან იშვა, რომელიც ტიტანებთან შერკინების დროს, ზევსმა ზღვაში გადააგდო. ამას გარდა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ჰეფესტო ჰერას შვილია - ჰერამ შური იძია ზევსზე, რადგან მან თავისით დაბადა ათენა.

პირველი თაობა (კრონიდები)
მეორე თაობა
ოლიმპოელთა ახლობლები

შენიშვნა:

  • თანამედროვეობაში, არტემიდე ხშირად გაიგივებულია მთვარესთან, თუმცა ბერძნულ ლიტერატურაში სელენე თითქმის ყოველთვის მთვარის ქალღმერთად მოიხსენიერბა.
  • თანამედროვეობაში, აპოლონი ხშირად გაიგივებულია მზესთან, თუმცა ძველბერძნულ პოეზიაში მზის ღმერთად თითქმის ყოველთვის ჰელიოსია დასახელებული.


ფოტო გალერეა [რედაქტირება]


თორმეტი ოლიმპოელი
ათენა | აპოლონი | არტემიდა | აფროდიტე | არესი | დემეტრა | ზევსი |
პოსეიდონი | ჰერა | ჰერმესი | ჰესტია | ჰეფესტოსი

მოგვიანებით მიაკუთვნეს: დიონისე |ჰებე | ჰერაკლე