თენგიზ გიორგაძე
თენგიზ გიორგაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | თენგიზ გიორგაძე |
დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1958 |
საქმიანობა | მსახიობი |
თენგიზ გიორგაძე (დ. 2 მაისი, 1958) — ქართველი მსახიობი.
1980 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 2003 წელს სარეჟისორო ფაკულტეტი. 1980 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. აღსანიშნავია როლები: კოტე („ხანუმა”), კუკური დიხამინჯია („ძველი სამრეკლო“), სასიძო („სისხლიანი ქორწილი“), ფრედი („საშობაო სიზმარი“), ედგარი („მეფე ლირი“), ბენკო („მაკბეტი“), ბაკური („წათეს წითელი წაღები“). მას ჰყავს მეუღლე ექიმი და მწერალი ირმა კეკელიძე.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1984: „ჩიორა“ (ნიკა) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ რეჟ. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
- 1989 : „ბესამე“ რეჟ. ნინო ახვლედიანი
- 1997: „მაგრამ რა მერე?!“ (გივი) რეჟ. რამაზ იოსელიანი
ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თამაზ ჭილაძე ,„როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“’, (ზურიკო) რეჟ. რობერტ სტურუა
- „რეკვიემი“ ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია , (სევერიან ისიანი) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- მიხეილ შატროვი „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (სტუდენტი)რეჟ. რობერტ სტურუა
- აქვსენტი ცაგარელი „ხანუმა“ (კოტე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ნოდარ წულეისკირი „ძველი სამრეკლო“ (კუკური დიხამინჯია) რეჟ. გიორგი გეგეჭკორი
- გურამ ბათიაშვილი „შეთქმულება“ (ელიზბარ ერისთავი) რეჟ. გ. ქავთარაძე
- მიხეილ ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (კაენი) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- ფედერიკო გარსია ლორკა „სისხლიანი ქორწილი“ (სასიძო) რეჟისორები მერაბ სვირავა, ლევან წულაძე
- რუსტამ იბრაგიმბეკოვი „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (ჯიმი) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „ტიტუს ანდრონიკუსი“ (ლუციუსი) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- ჩარლზ დიკენსი „საშობაო სიზმარი“ (ფრედი) რეჟისორები რობერტ სტურუა , ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (ედგარი) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „მაკბეტი“ (ბენკო) რეჟ. რობერტ სტურუა
- გრიგოლ რობაქიძე „ლამარა“ (იჩო) რეჟ. რობერტ სტურუა
- ფრიდრიხ შილერი „მარიამ სტიუარტი“ (ლორდი ნორფოლკი) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- რევაზ კლდიაშვილი „შორაპნელი ქალბატონები“ (ოთია) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (კორნელიუსი, ბერნარდო, ოსრიკი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ოთარ ჭილაძე „წათეს წითელი წაღები“ (ბაკური) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- თამაზ ჭილაძე „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ (ვაჟა) რეჟ. რობერტ სტურუა
- ლაიონელ ბარტი „ოლივერ!“ ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტის“ მიხედვით (პოლიციელი, მოხუცი ლოველასი) რეჟ. დავით საყვარელიძე
- რონალდ ჰარვუდი „მოხუცი ჯამბაზები“ (გრიგოლი) რეჟ. გოჩა კაპანაძე
- თომას ბერნჰარდი „სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher“ (ბატონი ბრუსკონი) რეჟ. ქრისტიან პაპკე
- შარლ პერო „კონკია“ (დიდებულები) რეჟისორები რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე
მონაწილეა სპექტაკლებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „კავკასიური ცარცის წრე“
- „რიჩარდ III“
- „სამიდან ექვსამდე“
- „ბედნიერი ბილეთი“
- „თოლია“
- „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის“
- „ას ერგასის დღე“
- „შუშანიკის წამება“
- „პეპო“
- „ცხოვრება სიზმარია“
- „იაკობის სახარება“
- „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“