შარლ პერო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ პერო
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1628
დაბადების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 16 მაისი, 1703
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მწერალი, კრიტიკოსი, მეზღაპრე
ეროვნება ფრანგი
ჟანრი ფანტასტიკა

შარლ პერო (ფრანგ. Charles Perrault; დ. 12 იანვარი, 1628, პარიზი, საფრანგეთი – გ. 16 მაისი, 1703, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, კრიტიკოსი, მეზღაპრე. საფრანგეთის აკადემიის წევრი 1671 წლიდან. ეკუთვნის პოემები, დიალოგები, სატირა ლექსად. მსოფლიო სახელი მოუხვეჭა ზღაპრების კრებულმა "დედაჩემი ბატის ზღაპრები ანუ გარდასულ დროთა დამრიგებლური ამბები და ზღაპრები" (1697), რომელშიც შევიდა კარგად ცნობილი "წითელქუდა", "ლურჯწვერა", "ჩექმებიანი კატა", "ცეროდენა" და სხვა. ამ ზღაპრების სიუჟეტები თითქმის მოარული გახდა; დაიწერა არაერთი მუსიკალური ნაწარმოები, ითარგმნა მრავალ ენაზე. პეროს ზღაპრებმა ხელიშეუწყო ფრანგული ლიტერატურის დემოკრატიზაციას, ამ ჟანრის შემდგომ განვითარებას არა მარტო ფრანგულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: