თეიმურაზ გოგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ გოგიძე
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1952(1952-07-28) (71 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი

თეიმურაზ გოგიძე (დ. 28 ივლისი, 1952 თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს დაამთავრა იაროსლავლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი.

1979-1980 წლებში თბილისში გაიარა ინტერნატურა ბავშვთა ქირურგიაში. 1982-1987 წლებში იყო თბილისის ბავშვთა №1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი. 1980-1982 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი (მოსკოვის №9 ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე). 1983 წლიდან ანტირაბიული სამსახურის ხელმძღვანელი. 1987 წლიდან თბილისის ბავშვთა მე-2 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, ანტირაბიული ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. 1992 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე გაიარა კვალიფიკაციის კურსი ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში. 1993 წელს მიენიჭა ბავშვთა ქირურგის უმაღლესი კატეგორია. 1995 წელს დაიცვა დისერტაცია ქირურგიაში. 1995 წელს იყო თბილისის მთავარი რაბიოლოგი. 1995 წელს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით მის მიერ შედგენილ იქნა ანტირაბიული სამსახურის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საფუძვლად დაედო მოსახლეობის ანტირაბიული სამედიცინო დახმარების პროგრამას. 1996 წელს იყო რესპუბლიკის მთავარი რაბიოლოგი და ექსპერტი. 1996 წელს იყო თბილისის №2 ბავშვთა მრავალპროფილური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი. 1997 წელს მის მიერ საქართველოში ძველი ტიპის ვაქცინაციის ნაცვლად დაინერგა ახალი ტიპის 5 ინიექციანი ვაქცინაცია. 1999 წელს შეადგინა პირველი ქართულ ენოვანი „ანტირაბიული ქირურგიული დახმარებისა და აცრების ბარათი“, რომელიც დაინერგა ქვეყნის ქირურგ-რაბიოლოგთა პრაქტიკაში. 2000 წელს იყო თსსუ პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამის ხელმძღვანელი. 2001 წელს ერთ-ერთი შემდგენელია სასერთიფიკაციო ტესტ-კითხვარისა სპეციალობაში „ბავშვთა ქირურგია“. 2002 წელს იყო ქირურგიის კათედრის რაბიოლოგიის ციკლის დოცენტი. 2007 წელს საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ქირურგიის მიმართულების სრული პროფესორია. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და ნაკბენი ჭრილობის მკურნალობის ქირურგიულ ასპექტებს. მონაწილეობა აქვს მიღებული: ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. 2007 წელს მის მიერ შედგენილი იქნა „ცოფთან ბრძოლის კონცეფციის“ სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტისათვის. 2009 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარადგინა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის საფონდო პრემიაზე და იმავე წელს დაფიქსირდა ნომინანტად ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „Dr LEE Jong-wook Memorial Prize for Public Health“-ის პრემიაზე. 2011 წელს თბილისის შპს №5 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე ჩამოაყალიბა და დაინიშნა ანტირაბიული ქირურგიული სამსახურის უფროსად. 2012 წელს მის მიერ შედგენილ იქნა დაზარალებულთათვის ანტირაბიული ვაქცინაციის ბარათი (სამახსოვრო-რეკომენდაცია). 2014 წელს საქართველოს მთავრობის 14 აპრილის №690 განკარგულების საფუძველზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ანტირაბიული სამედიცინო დახმარების კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (ჰაიდლაინის) რეცენზენტი. 2015 წელს იყო ავადმყოფის (დაზარალებულის) ვერსიის — „საქართველო ცოფის გარეშე“ შემდგენელი. დამოუკიდებელ საქართველოში პირველად უკვე 3 წელია (2015,2016,2017 წლები) ადამიანებში ცოფის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დიდ მიღწევაში ჯანდაცვის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად უდიდესი როლი ითამაშა თეიმურაზ გოგიძის მიერ შედგენილმა და მთელ ქვეყანაში წარმატებით ამუშავებულმა მოსახლეობის ანტირაბიული სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამამ. 2018 წელს მის მიერ მოზრდილთა და ბავშვთა წამყვანი ანტირაბიული სამსახურების №5 კლინიკურ საავადმყოფოსა და თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბაზებზე შედგენილ იქნა ანტირაბიული ვაქცინაციის ბარათი ახალი რედაქციით, რომელიც დააინერგა ქვეყნის რაბიოლოგიურ სამსახურში.

დისერტაციის თემა — „მიკროქირურგიული ენტერო-ენტეროანასტომოზი და მისი მორფოლოგიურ–ფუნქციური შეფასება“, (14.00.27-ქირურგია) დაიცვა 1995 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცოფი, მისი პრევენცია და ნაკბენი ჭრილობების ქირურგიული მკურნალობა: მონოგრაფია, თბ., 2010, გვ. 278 ISBN 9789941021756
  • ცოფით დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობა: მეთოდური სახელმძღვანელო, თბ., 2006, გვ. 60
  • ცოფი: სამახსოვრო,თბ., 1998, გვ. 7
  • ნაკბენ ჭრილობათა მკურნალობა ბავშვებში: სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდ. და ზოგადსაგანმ. საშ. სკოლის მოსწ., თბ., სტ. №4, 1993, გვ. 24

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 73
  • ცოფი, მისი პრევენცია და ნაკბენი ჭრილობების ქირურგიული მკურნალობა: მონოგრაფია, თბ., 2010, გვ. 275
  • თბილისი – ენციკლოპედია, თბ., 2002, გვ. 296

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]