თარგი:დღის სტატია:01-25

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედუარდ შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928, სოფელი მამათი, ოზურგეთის მაზრა, საქართველოს სსრ — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1965–1972 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972-1985 წლებში საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი. 1985-1990 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. 1992–1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი“.