თამაზ გერსამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ გერსამია (დ. 9 აპრილი, 1943, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. არქიტექტურის დოქტორი კანდიდატი (1973), საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (2015).

1967 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1967–1970 წლებში მუშაობდა „საქქალაქმშენისახპროექტში“. 1975-2005 წლებში — გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის რეკონსტრუქცია (1968), საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტი (1969, თბილისი); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი (1969, თბილისი); თელავისა (1975) და სიღნაღის (1977) გენგეგმა (ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად). მისივე პროექტით მოხდა XIX საუკუნის ისტორიული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რესტავრაცია თელავში (1981) და სხვ.

გერსამიას სამეცნიერო კვლევის სფეროა საქართველოს ძველი ქალაქების, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურა. ავტორია ალბომებისა „ძველი თბილისი“ (1984), „ქუთაისი“ (1990) (ორივე ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე), რომლებშიც თავმოყრილია მეცნიერულად სისტემატიზირებული, ახალგამოვლენილი წერილობითი, ფოტო- და გრაფიკული მასალა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]