ზვოლე
|
ქალაქი
|
ზვოლე (ნიდერლ. Zwolle) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნიდერლანდში, მდინარე ზვარტე-ვატერის ნაპირზე. ოვერეისელის დედაქალაქი. 2011 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა უდრის 120,000 ათ. ადამიანს. ფართობი 119 28 კმ².
წერილობით წყაროებში პირველად მოიხსენიება 1040 წელს. როგორც ქალაქი დაარსდა 1230 წელს შემაღლებულ ჭაობიან ტერიტორიაზე. შუა საუკუნეებში იყო ჰანზის კავშირი წევრი და ციხესიმაგრე. ინგლისსა და ნიდერლანდს შორის არსებული ომის დროს 1674 წელს ციხესიმაგრე დაინგრია. ამჟამად ზვოლე არის სავაჭრო ცენტრი და ნიდერლანდის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ არხების სისტემის გადაკვეთის ადგილზე მდებარე მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. მრეწველობა შეიცავს გემთმშენებლობასა და ტრანსპორტს, ლითონის დამუშავებას. საქალაქო ტრანსპორტის სახეობებს ქმნის ავტობუსი და ტაქსი. მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, არის ხიდები, მუზეუმები, ეკლესიები.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ზვოლე – ოფიციალური ვებ-გვერდი (ნიდერლანდური)
- ზვოლე – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)