ზემო გრინდელვალდის მყინვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| გერმ. Oberer Grindelwaldgletscher | |
| კოორდინატები:
/ |
|
| ტიპი | ხეობის მყინვარი |
| მდებარეობა | ბერნის ალპები, |
| ფართობი | 10 კმ² |
| სიგრძე | 6 კმ |
ზემო გრინდელვალდის მყინვარი (გერმ. Oberer Grindelwaldgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში, გრინდელვალდის მუნიციპალიტეტის სამხრეთით, ბერნის ალპების ჩრდილოეთ კალთებზე, ბერნის კანტონის ტერიტორიაზე. სიგრძე 6 კილომეტრია, ფართობი კი დაახლოებით 10 კმ²-ს მოიცავს.
მყინვარი მდებარეობს შრეკჰორნის მთის სამხრეთითა და ვეტერჰორნის მთის ჩრდილოეთით გადაჭიმულ თოვლის ფართო მინდვრებზე. მყინვარის ენა ზღვის დონიდან 1 400 მ სიმაღლეზე მდებარეობს და შედეგად, ზემო გრინდელვალდი ალპების ერთ-ერთ ყველაზე დაბლა მდებარე მყინვარს წარმოადგენს.