ზეკარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზეკარა (მრავალმნიშვნელოვანი).
ზეკარა
კოორდინატები: 42°33′54″ ჩ. გ. 43°56′43″ ა. გ. / 42.56500° ჩ. გ. 43.94528° ა. გ. / 42.56500; 43.94528
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
სიმაღლე 3828 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები ქვიშაქვა და თიხაფიქალი
ზეკარა — საქართველო
ზეკარა
ზეკარა — შიდა ქართლი
ზეკარა

ზეკარა, ზიკარი, ზიკარამწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ქეშელთის (ლიახვის სისტემა) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3828 მ. აგებულია ზედაიურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთით ცირკული მყინვარებია. განვითარებულია სუბნივალური ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]