ჯავის მუნიციპალიტეტი
| ჯავის მუნიციპალიტეტი | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | |
|---|---|
| რეგიონი | |
| სიმჭიდროვე |
უცნობი კაცი/კმ² |
| ფართობი |
1448 კმ2 |
| მოსახლეობის რაოდენობა |
უცნობი (2008 წელი) |
ჯავის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1922 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვის, ყვირილის და ჯეჯორის ხეობებში. რაიონის ტერიტორია შეადგენს 1448 კვ. კმ-ს, სადაც კონფლიქტამდე დაახლოებით 10 ათასი კაცი ცხოვრობდა. აქ 1 დაბაა (ჯავა), 8 საკრებულო და 104 სოფელი. რაიონის ტერიტორიაზე გადის ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 27 აპრილის დადგენილებით ჯავის რაიონიდან სინაგურის, კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოების გამოეყო. სინაგური სასოფლო საბჭო გადაეცა საჩხერის რაიონს, ხოლო კიროვისა და ჩასავლის საბჭოები – ონის რაიონს.[1]
ჯავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლები: კვაისა-ჯვრის ეკლესიის ნანგრევები (ადრინდელი ქრისტიანული ხანა), ეკლესიის ნანგრევები სარიტათაში, სოხთაში, ნადარბაზევში და სხვა.
სქოლიო [რედაქტირება]
|
||||||||