ზამთრის ოლიმპიური თამაშები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ზამთრის ოლიმპიადა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიური ცეცხლი ტურინში 2006 წელს.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები — უმსხვილესი საერთაშორისო შეჯიბრება სპორტის ზამთრის სახეობებში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ეს თამაშები პირველად 1924 წელს ჩატარდა, როგორც ზაფხულის თამაშების დამატება. ზოგიერთი ზამთრის სპორტის სახეობა ზაფხულის თამაშებში დამატებულ იქნა 1908 და 1920 წელს. 1024-92 წლებში ზამთრის თამაშები იმავე წელს ტარდებოდა, რაც ზაფხულის. 1994 წლიდან ზამთრის თამაშები ტარდება 2 წლის ინტერვალში ზაფხულის თამაშებიდან.