ზაზა სხირტლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა სხირტლაძე
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1957(1957-09-07) (66 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე და პროფესორი
მუშაობის ადგილი The G. Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სასულიერო აკადემია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

ზაზა სხირტლაძე (დ. 7 სექტემბერი, 1957, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.

1979-2004 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1985-1997 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ლექტორი. 1987-1998 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კავკასიოლოგიის კაბინეტის გამგე. 1988-1998 წლებში მუშაობდა თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგად. 1998-2009 წლეებში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგე. 2003 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის პროფესორი. 2006 წლიდან — ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 1996 წლიდან იყო გარეჯის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე. 2003 წლიდან — საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან — საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ენციკლოპედიის რედაქტორი (ხელოვნების მიმართულება). ოცი წიგნის, მათ შორის თოთხმეტი მონოგრაფია (1985-2020 წლებში), ორასამდე სტატიის, რეცენზიის, თეზისის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ბერთუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა“, დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „VIII-IX საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ძირითადი საკითხები. თელოვანის ჯვარპატიოსანი და გარდამავალი ხანის მხატვრული ტენდენციები“, დაიცვა 2003 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]