ვუდ-ბუფალოს ეროვნული პარკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვუდ-ბუფალოს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

Wood-Buffalo-NP Salt Plains 98-07-04.jpg
მარილიანი ვაკე
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 59°23′00″ ჩ. გ. 112°59′00″ დ. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 256
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 256
რუს.ინგლ.ფრ.

ვუდ-ბუფალოკანადის უდიდესი ეროვნული პარკი. მისი ფართობი 44 807 კმ²-ია. მდებარეობს ალბერტას რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების სამხრეთ ნაწილში. პარკი 1922 წელს შეიქმნა ბიზონების მსოფლიოში უმსხვილესი მოხეტიალე ჯოგების დაცვის მიზნით, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 5 000 ერთეულადაა შეფასებული. ამავე დროს, პარკი ამერიკული წეროს გავრცელების ერთადერთი ცნობილი არეალია.

პარკის სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 183 მეტრიდან 945 მეტრამდე, დაწყებული მდინარე პატარა ბუფალოდან, დამთავრებული კარიბუს მთებით. პარკის სამმართველო მდებარეობს ქალაქ ფორტ-სმიტში, ხოლო შედარებით მცირე თანმხლები ოფისი ფორტ-ჩიპეივანში. პარკი მოიცავს მსოფლიოში უმსხვილეს მტკნარი წყლის დელტებს, მათ შორისაა მდინარე ფისისა და ბირჩის მიერ შექმნილი ფის-ატაბასკის დელტა. ვუდ-ბუფალო განლაგებულია ატაბასკის ნავთობის ქვიშების მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ მხარეს.

1983 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რისი მიზეზიც უპირველესად ფის-ტაბასკის დელტა და გარეული ბიზონების გავრცელებაა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე