ვოლტურნო
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 175 კმ |
| აუზის ფართობი | 5 550 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ალპები |
| ჩაედინება | ტირენიის ზღვა |
| ქვეყნები | |
ვოლტურნო (იტალ. Volturno) — მდინარე სამხრეთ-ცენტრალურ იტალიაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
მდინარე სათევეს იღებს აბრუცის რეგიონში, ცენტრალურ აპენინებში. ამის შემდეგ ის მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც კაიაცოს კომუნასთან უერთდება მდინარე კალორე, შემდეგ სვლას აგრძელებს სამხრეთით, რის შემდეგაც ტრიალდება სამხრეთ-დასავლეთით და გაივლის ქალაქ კაპუას, ამის შემდეგ კი უერთდება ტირენიის ზღვას, კასტელ-ვოლტურნოოს კომუნასთან, ნეაპოლის ჩრდილო-დასავლეთით. მდინარის მთლიანი სიგრძე 175 კმ-ია. წყლის საშუალო წლიური ხარჯი კი 82,1 მ³/წმ.
[რედაქტირება] ისტორია
მდინარეს ყოველთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დატვირთვა გააჩნდა. ძვ. წ. 194 წელს, მის შესართავთან რომაელებმა ვოლტურნუმის კოლონია დააარსეს. მათვე ააშენეს ციხესიმაგრე, ავგუსტუსმა კი აქ ვეტერანთა კოლონია დააარსა. ქალაქ სინუესადან პუტოელიში მიმავალი გზა ვია-დომიტანია ასევე კვეთდა ვოლტურნოს, ამ ხიდის ნარჩენების ხილვა დღესაცაა შესაძლებელი. ქალაქ კაპუამდე მდინარე სანაოსნო იყო.
554 წელს, ბიზანტიელმა გენერალმა ნარსესმა, გოთური ომების მიმდინარეობისას, მდინარის სიახლოვეს ფრანკ-ალემანთა არმია დაამარცხა.
1860 წელს სამხრეთ იტალიის ინვანსიისას რევოლუციური ძალების მიერ, რომელთაც ჯუზეპე გარიბალდი მეთაურობდა, ორი სიცილიის მეფე ფრანსიც II ნეაპოლიდან შემოიჭრა და კაპუასთან, ვოლტურნოს სამხრეთ ნაპირებზე თავდაცვითი პოზიციები აიღო. იმავე წლის 1-2 ოქრომბერს, პიედმონტელთა და გარიბალდის ძალები ვოლტურნოს ბრძოლაში ნეაპოლელებთან დაეცნენ, რამაც გამოიწვია კაპუის დაცემა.
მდინარისგან მიიღო ასევე სახელი ვოლტურნოს ხაზმა — გერმანელთა თავდაცვითმა პოზიციამ იტალიაში, II მსოფლიო ომის მსვლელობისას.