ვლადიმერ სუკაჩოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ სუკაჩოვი

ვლადიმერ სუკაჩოვი
ვლადიმერ სუკაჩოვი
დაბადების თარიღი 26 მაისი 1880
დაბადების ადგილი სოფ. ალექსანდროვკა, ხარკოვის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 9 თებერვალი 1967
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
სამეცნიერო სფერო ბოტანიკა, გეოგრაფია
ჯილდოები და პრემიები 3 ლენინის ორდენი, 2 სხვა ორდენი და მედლები

ვლადიმერ ნიკოლოზის ძე სუკაჩოვი (რუს. Сукачёв, Владимир Николаевич დ. 26 მაისი 1880, სოფ. ალექსანდროვკა, ხარკოვის გუბერნია, — გ. 9 თებერვალი 1967, მოსკოვი) — რუსი ბოტანიკოსი და გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943). სოციალისტური შრომის გმირი (1965). მეცნიერებაში დაამკვიდრა ცნება „ბიოგეოცენოზი“ (1942).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1944-1959 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტყეთმცოდნეობის ლაბორატორიის (1959) და ბოტანიკის ინსტიტუტთან არსებული ბიოგეოცენოლოგიის ლაბორატორიის (1965) ხელმძღვანელი.

სუკაჩოვი ბიოგეოცენოლოგიის ფუძემდებელია. იგი შეისწავლიდა ფიტოცენოზებს, მათ სტრუქტურას, კლასიფიკაციას, დინამიკას, გარემოსთან ურთიერთკავშირს. მისი ფიტოცენოლოგიური გამოკვლევები მჭიდროდ არის დაკავშირებული დენდროლოგიასა და მდელოთმცოდნეობასთან, პალეობოტანიკასა და სტრატიგრაფიასთან. სუკაჩოვის ნაშრომები ჭაობმცოდნეობის, დენდროლოგიის, გეობოტანიკის, მერქნიან მცენარეთა სისტემატიკისა და ბუნებრივი გადარჩევის ფორმების ექსპერიმენტული შესწავლის შესახებ ფართოდ იყო დანერგილი პრაქტიკაში.

სუკაჩოვი იყო ბუნების მკვლევართა საზოგადოების (1955-1967) და საკავშირო ბოტანიკის საზოგადოების (1946 წლიდან) პრეზიდენტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1959), ჩეხოსლოვაკიის მიწათმოქმედების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით. მიღებული აქვს ნიკოლოზ პრჟევალსკის, სემიონოვ ტიან-შანსკისა და ვ. დოკუჩაევის სახელობის ოქროს მედლები.

თხზულება[რედაქტირება]

  • Избр. труды, т. 1—3, Л., 1975.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 597-598, თბ., 1985 წელი.
  • Воронов А. Г., Крупнейший русский биолог и географ. К 85-летию В. Н. Сукачева, в кн.: Землеведение, т. 7(47), М., 1967, с. 291—98;
  • Богданов П. Л., Жизнь и деятельность В. Н. Сукачева, в кн.: Проблемы геоботаники и биологии древесных растений, Л., 1969, с. 7—22.