ვიჩენცის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიჩენცის პროვინცია
Provincia di Vicenza
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი პროვინცია
შედის ვენეტოს რეგიონში
მოიცავს 121 კომუნას
ადმინისტრაციული ცენტრი ვიჩენცა
მოსახლეობა (2006) 2840 000 კაცი
სიმჭიდროვე 310 კაცი/კმ²
ფართობი 2 722 კმ²
ვიჩენცის პროვინცია რუკაზე
სატელეფონო კოდი 0424, 0444, 0445
საფოსტო ინდექსები 36010-36078, 36100
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
VI
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Province of Vicenza

ვიჩენცის პროვინცია (იტალ. Provincia di Vicenza) — პროვინცია იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. დედაქალაქია ვიჩენცა.

პროვინციის ფართობი 2 723 კმ²-ია, მოსახლეობა — 840 000 ადამიანი (2006). მოსახლეობა ძალზედ უთანაბროდაა განაწილებული. თითქმის 60% თავმოყრილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ სამრეწველო კონურბაციებში. დანარჩენი 40% სამხრეთის სასოფლო არეალებში სახლობს.

ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის დაკნინება. დასავლეთ ნაწილის ქალაქებისათვის დამახასიათებელია უმუშევრობის მაღალი დონე, რაც გამოწვეულია ფოლადისა და ტექსტილის ინდუსტრიების დაცემით.

ვიჩენცის პროვინციაში დაიბადა ინდოეთის ყველაზე გავლენიანი ქალი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის ქვრივი — სონია განდი. 2004 წელს იგი ჟურნალმა ფორბსმა მსოფლიოს მესამე ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. ჟურნალმა ტაიმმა კი განდი 2007 - 2008 წლების მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომუნები[რედაქტირება]

ვიჩენცის პროვინცია 121 კომუნისგან შედგება, რომელთა შორის, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მნიშვნელოვანია: ბასანო-დელ-გრაპა, მონტეჩიო-მაჯორე, ტორი-დი-კუარტეზოლო, სკიო, ნოვეტა-ვიჩენტინა, ტიენე, მაროსტიკა, ლონიგო, არცინიანო და ვალდანო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]