როვიგოს პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როვიგოს პროვინცია
Provincia di Rovigo
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი პროვინცია
შედის ვენეტოს რეგიონში
მოიცავს 50 კომუნას
ადმინისტრაციული ცენტრი როვიგო
მოსახლეობა (2005) 244 625 კაცი
სიმჭიდროვე 140 კაცი/კმ²
ფართობი 1 789 კმ²
როვიგოს პროვინცია რუკაზე
სატელეფონო კოდი 0425, 0426
საფოსტო ინდექსები 45100, 45010-45039
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
RO
Commons-logo.svg Province of Rovigo

როვიგოს პროვინცია (იტალ. Provincia di Rovigo) — პროვინცია იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. დედაქალაქია როვიგო. ჩრდილოეთით ესაზღვრება ვერონის, პადუისა და ვენეციის პროვინციები, სამხრეთით — ფერარის პროვინცია, დასავლეთით — მანტუის პროვინცია, აღმოსავლეთით კი ადრიატიკის ზღვა.

პროვინციის ფართობი 1 789 კმ²-ია, მოსახლეობა — 244 625 ადამიანი (2005). ტერიტორია ვაკიანია, მდებარეობს ზღვის დონიდან 2-15 მეტრზე.

როვიგოს პროვინციისათვის დამახასიათებელია ემიგრაცია, ახალგაზრდები ვენეტოსა და დანარჩენი იტალიის უფრო განვითარებული რეგიონებისკენ მიეშურებიან. ეს ყოველივე კი მოსახლეობის კლებას განაპირობებს.

კომუნები[რედაქტირება]

პროვინცია 50 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ (2005):

მდინარე პო პროვინციის ტერიტორიაზე შესვლისას, მალერის სიახლოვეს
კომუნა მოსახლეობა
როვიგო 50 922
ადრია 20 593
პორტო-ვირო 14 484
ლენდინარა 12 198
ბადია-პოლეზინე 10 741
ოკიობელო 10 621
პორტო-ტოლე 10 377
ტალიო-დი-პო 8 389
როზოლინა 6 304
ვილადოზე 5 285

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]