ანასტასია ვირსალაძე
ანასტასია დავითის ასული ვირსალაძე (ქალიშვილობის გვარი აბდუშელიშვილი; დ. 29 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1883, ქუთაისი — გ. 5 სექტემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1960).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1909 წელს წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია. პროფესორ ა. ესიპოვას ხელმძღვანელობით (პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება). 1921-1968 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1923-მდე თბილისის მეორე კონსერვატორიაში). 1932-იდან – პროფესორი, მრავალი წლის მანძილზე კათედრის გამგე. 1926 წელს შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო პიანისტების II (1935) და III (1937) საკავშირო კონკურსების ჟიურის წევრი. კონსერვატორიასთან „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის“ დაარსებიდან (1934, 1938-იდან – ცენტრალური მუსიკალური ათწლედი) მისი პროფესორია. აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე (მათ შორის დ. ბაშკიროვი, ელისო ვირსალაძე, ლ. ვლასენკო). შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა.
ვირსალაძე ავტორია მთელი რიგი მეთოდოლოგიური ხასიათის წერილებისა და მოგონებებისა მისი მასწავლებლის ა. ესიპოვას შესახებ.
[რედაქტირება] ჯილდოები
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ტორაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 418, თბ., 1979 წელი.
- ბაშკიროვი დ., ვლასენკო ლ. , ვირსალაძე ე., მოგონებები ა. ვირსალაძეზე, «საბჭოთა ხელოვნება», 1974, № 3;
- ტორაძე გ., ანასტასია ვირსალაძე, იქვე, 1977, № 3;
- მისივე ა. ვირსალაძის პიანისტური სკოლა, იქვე, 1979, № 3;
- Башкиров Д. , О моем первом профессоре, «Советская музыка», 1977, № 3;