ვიკოს ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკოს ტბა
Lago di Vico
Lago di Vico - Vista aerea 1.JPG
კოორდინატები: 42°19′00″ ჩ. გ. 12°10′30″ ა. გ. / 42.31667° ჩ. გ. 12.17500° ა. გ. / 42.31667; 12.17500
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
ფართობი 12,93 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 48,5 
საშუალო სიღრმე 22,2 
აუზის ფართობი 40,95 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ვიკანო

ვიკოს ტბა მდებარეობა იტალია

Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ვიკოს ტბა (იტალ. Lago di Vico) — კალდერული ტბა ცენტრალურ იტალიაში, ლაციოს რეგიონში. წარმოადგენს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე ტბას (ზღვის დონიდან 510 მ). ადმინისტრაციულად ის კაპრაროლის და რონჩილონეს კომუნების შემადგენლობაში შედის.

ტბა გარშემორტყმულია სიმინის ბორცვებით, რომელთა უმაღლესი წერტილი ზღის დონიდან 965 მეტრზე მდებარეობს. მიეკუთვნება ვიკოს ტბის ბუნების ნაკრძალს.

ლეგენდის მიხედვით, ვიკოს ტბა ჰერაკლემ შექმნა, რომელმაც თავისი კვერთხის მოსაპოვებლად ადგილობრივები დაიპყრო. როდესაც მან ეს შეძლო, მიწიდან ნაკადულმა ამოხეთქა და ასე შეიქმნა ტბა.

ტბას ვიკოს ვულკანის ცენტრალური კალდერა უჭირავს. ვულკანური კონუსი ჩამოყალიბდა 305 — 258 ათასი წლის წინ მიმდინარე ამოფრქვევების შედეგად. მოგვიანებით, დიდი მოცულობის პიროპლასტიკური ნაკადებისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევამ განაპირობა ვულკანური კონუსის პროგრესული კოლაფსი და კალდერის წარმოქმნა, სადაც 138 000 წლის წინ ვიკოს ტბა ჩაგუბდა.[1][2]

ტბა მდინარე ვიკანოს წყლით იკვებება. ეტრუსკების მიერ გვირაბის აშენებამდე, სავარაუდოდ ტბა უფრო ღრმა იყო ვიდრე ის დღესაა. მასში მდებარეობს კუნძული მონტე-ვენერე.

არეალი ცნობილია პლაჟის ფართო ტყეებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთულია ევროპაში. სიმაღლე და გარსშემორტყმული კრატერის კალთები ქმნის საკმარისად ცივ პირობებე იმისთვის, რომ გადარჩეს ხეები. კრატერის ჩრდილოეთი, საკმაოდ ფართო ნაწილი ბუნების ნაკრძალს წარმოადგენს, რომელიც ამ ტყეების დაცვის მიზნითაა შექმნილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Locardi, E. (1965) Tipi ignimbritici di magmi mediterranei: le ignimbriti del vulcano di Vico. Atti Soc. Tosc. Sci. Nat. Serie A, v. 72, გვ. 55-174.
  2. Peccerillo, A. (2005) Plio-Quaternary Volcanism in Italy Petrology, Geochemistry, Geodynamics. Springer-Verlag Berlin Germany. 365 გვ. ISBN 9783540258858


ტბის ხედი სამხრეთ სანაპიროდან