ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110224064428/ლუდის დამზადების ტექნოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"!ლუდი!"

!დავით ჭუმბურიძე!

ლუდი – მცირეალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც ქერის ალაოს, სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით მიიღება. სტატისტიკის თანახმად, ლუდი სასმელებში პოპულარობის მიხედვით, წყლისა და ჩაის შემდეგ მესამე ადგილზეა. ის ერთ–ერთი უძველესი ალკოჰოლური სასმელია. ლუდში ალკოჰოლის შემცველობა საშუალოდ 4 დან 6%–მდე მერყეობს, თუმცა არსებობს ლუდის ისეთი სახეობები რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 20%–ს აღწევს. მსოფლიოში ლუდი, სხვადასხვა სახის სოციალურ ტრადიციებთან და ფესტივალებთან ასოცირდება. ამ სასმელთან დაკავშირებულია ათობით ფესტივალი, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილია "ოქტობერფესტი" (გერმ.: Oktoberfest) რომელიც ქალაქ მიუნხენში (გერმანია, ბავარია) ყოველწლიურად ტარდება და სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირამდე გრძელდება.

ლუდის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება; გაფილტვრა და ჩამოსხმა. ლუდის სახეობები სასმელის ფერის სიმუქით გაირჩევა. ღია ფერის ლუდს შედარებით ნაზი, კარგად გამოსახული სვიის სიმწარე და არომატი აქვს, მუქი ფერის ლუდს კი ალაოს სიჭარბის გამო ამავე მცენარის სპეციფიკური გემო დაჰკრავს.

ლუდი და საქართველო[წყაროს რედაქტირება]

ლუდს საქართველოში უძველესი დროიდან ამზადებდნენ. ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრები მთიელები(მთიულები, თუშ–ფშავ–ხევსურები და მოხევეები) ლუდს სხვადასხვა ტრადიციულ რიტუალებში იყენებდნენ. თუშურ და რაჭულ წერილობით წყაროებში ლუდის უძველეს, ქართულ სახელწოდებად "ალუდი"–ა მოხსენიებული. სიტყვის ასეთი სახით ფორმირება უკავშირდება ოსურ და ჩრდილო ევროპულ ფორმებს. ვარაუდობენ, რომ ქართული ალუდი, ლუდი და საკუთარი სახელი ალუდა – ალანური alut-იდან მომდინარეობს. საქართველოს აღმოსავლურ მთიან რეგიონებში, ლუდს თითქმის ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა როგორიც ღვინოს ქვეყნის დაბლობში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ტიელებში ლუდი ფართოდ იყო გავრცელებული და ის საკულტო დანიშნულებას ატარებდა. ამ სასმელს აქაური სალოცავების, ჯვარ–ხატების დღესასწაულებზე ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ლუდის დასამზადებლად აუცილებელი მარცვლეული, ქართველ მთიულებს, ე.წ. "ჯვარ–ხატების კუთვნილ მამულებში" მოჰყავდათ. სასმელის ხატის კომპლექსში შემავალ სპეციალურ საქვაბე– სალუდეში ადუღებდნენ და "საკოდეში" ინახავდნენ. ლუდის მომზადების მაღალი ხელოვნება, სასმელის საკულტო დანიშნულება, მასთან დაკავშირებული თქმულება–გადმოცემები ქართველ მთიელებში სასმელის სიძველეზე მიუთითებს. [1]

ისტორიკოსების ვარაუდით, ლუდი თავდაპირველად უძველეს ეგვიპტესა და მესოპოტამიაში ადრეული ნეოლითის ხანაში, ჩვ.წ აღრიცხვამდე 9500წელს გამოჩნდა, მაშინ როდესაც ლუდისთვის საჭირო მარცვლეული პირველად იქნა მოყვანილი, თუმცა ლუდის მასობრივი დამზადების შეხახებ პირველი წყარო ჩვ. წ. აღრიცხვამდე 2500 წლით თარიღდება, რაზეც 1974 წელს ქალაქ ებლაში,(სირია) აღმოჩენილი ჩანაწერები მეტყველებს. სირიის ამ მხარეში, რამდენიმე სახის ლუდს ამზადებდნენ, ერთ–ერთი სახეობის სახელი იყო "ებლა" რომელიც ქალაქის სახელიდან მომდინარეობს.

არსებობს ლუდის რამდენიმე სახეობა. ესენია: მაგარი; რბილი; ხორბლის ლუდი და მსუბუქი. ეს ლუდის ძირითადი სახეებია, თუმცა მსოფლიოში ლუდის სხვა კიდევ ბევრი სახეობებია გავრცელებული.

მაგარი[წყაროს რედაქტირება]

მაგარი ლუდი არის მუქი ფერის სასმელი რომელიც ძირითადად მოხალული ალაოსაგან ან მოხალული ქერისაგან მზადდება. ევროპაში მსგავსი სახეობის ლუდს ორი სახელი აქვს-stout და porter. პირველი მათგანი ქართულად "მაგარს" ნიშნავს, ხოლო მეორე–porter ანუ მებარგული პირველად 1721 წელს იქნა გამოყენებული, რადგან ასეთი სახის ლუდი ძირითადად ლონდონელ მებარგულებში იყო პოპულარული.

რბილი[წყაროს რედაქტირება]

რბილი ლუდი მაგარის მსგავსად მუქი ფერისაა, თუმცა მისგან განსხვავებით ასეთი სახის ლუდი 3 დან 3,6%–მდე ალკოჰოლს შეიცავს.

ორბლის[წყაროს რედაქტირება]

ორბლის ლუდი ჩვეულებრივ პურის ხორბლით მზადდება, მაგრამ ქერისა და ალაოსაგან დამზადებული სასმელისგან განსხვავებით ასეთი სახის ლუდის დასამზადებლად, გაცილებით მეტი რაოდენობის მარცვლელული გამოიყენება.

მსუბუქი ლუდი მსოფლიოში ლუდის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომლის დამზადების ტექნოლოგია ცენტრალურ ევროპაში შემუშავდა

ლუდთან დაკავშირებული ღონისძიებები[წყაროს რედაქტირება]

წმინდა პატრიკის დღე[წყაროს რედაქტირება]

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ღონისძიება, რომელიც ლუდთანაა დაკავშირებული, არის "წმინდა პატრიკის დღე", რომელსაც ყოველ 17 მარტს აღნიშნავენ ირლანდიაში. წმინდა პატრიკის ცხოვრების ადრეული დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ ის ცხოვრობდა ქრისტიანი დიაკვანის ოჯახში, რომაულ ბრიტანეთში, IV საუკუნეში. 16 წლის ასაკში ის ირლანდიელმა ყაჩაღებმა მოიტაცეს და ირლანდიის კუნძულის დასავლეთ ნაწილში წაიყვანეს ტყვედ, სადაც მან იხილა რა ზეცით–მოვლენილი სიზმარი, გადაწყვიტა ექადაგა ქრისტიანობა, ურწმუნო ირლანდიელებისთვის. წმინდა პატრიკი ირლანდიის განმანათლებლად ითვლება. ის 17 მარტს გარდაიცვალა, სწორედ ამიტომ ყოველ წლის 17 მარტს, ირლანდიელები მწვანე ფერის ტანსაცმლით იმოსებიან და სვამენ სპეციალურად ამ დღისათვის დამზადებულ მწვანე ლუდს, რომელიც სამყურასგან მზადდება და რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 2%–ს არ აღემატება. [2]

ოქტობერფესტი[წყაროს რედაქტირება]

პირველად 1810 წლის 12 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში აღინიშნა და მას შემდეგ ყოველი წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირამდე ტარდება. ამ ფესტივალის ფარგლებში ქალაქი მიუნხენის ერთ ნაწილში იდგმება დიდი ზომის კარვები სადაც სხვადასხვა გერმანული ლუდის მწარმოებელი კომპანიები წარმოადგენენ მათ მიერ წარმოებულ ლუდს. ფესტივალი 16–18 დღე გრძელდება. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით გერმანიის ამ ქალაქს ათასობით ტურისტი სტუმრობს. ფესტივალის ჩატარების პერიოდში სასტიკად იკრძალება კარვებში მოსულ სტუმრებს შორის, ლუდის სმაში შეჯიბრება. [3]

თბილისი ლუდის ფესტივალი[წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 12–13 ივნისს, ქართული კომპანია "ნატახტარის" ინიციატივით, ორგანიზებითა და მასპინძლობით, თბილისში, ვარდების მოედანზე, საქართველოში პირველად ჩატარდა ლუდის ფესტივალი, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. ფესტივალს მუსიკალურად ქართული მუსიკალური ჯგუფები აფორმებდნენ, ასევე ამ ღონისძიების ფარგლებში ჩატარადა შეჯიბრი ლუდის სმაში. ფესტივალზე მისულ სტუმრებს შორის თბილისის მერი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ. ღონისძიებას თან ახლდა ცოცხალი მუსიკის ჰანგები და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია. ფესტივალზე დამსწრე ლუდის მოყვარულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული, ბრიტანული, ჩეხური, ბავარიული და ჰოლანდიური კერძები. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა და კომპანია "ნატახტარის" წარმომადგენლები ქართველ ლუდის მოყვარულებს დაპირდნენ, რომ ეს ფესტივალი უკანასკნელი არ იქნებოდა.


  1. საბჭოთა ენციკლოპედია VII ტომი
  2. http://beer.about.com/od/beerfestivals/p/StPatsDay.htm
  3. http://www.oktoberfest.de/en/