ვიკიპედია:ნატახტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატახტარი
ნატახტარი

კომპანია „ნატახტარმა“ და „ვიკიმედია საქართველომ“ ერთობლივი კონკურსი გამართეს. კომპანიამ ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად გამოაცხადა კონკურსი ლუდის თემაზე. კონკურსის ფარგლებში ვიკიპედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო, შეექმნა სტატიები ლუდის ინდუსტრიაზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე, ინგრედიენტებზე, ატრიბუტებზე და ყველაფერზე რაც შეეხება ლუდის თემატიკას. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და დაჯილდოვდებიან კომპანია „ნატახტარის“ მიერ დაწესებული პრიზებით. კონკურსი დაიწყო 22 თებერვალს და გაგრძელდა ერთი თვის განმავლობაში, 22 მარტამდე. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • ყველაზე მეტი სტატიის ავტორი — დროის მონაკვეთი 22 თებერვლიდან - 22 მარტამდე. სტატია მინიმუმ 8-10 წინადადებისგან უნდა შედგებოდეს. ნომინაციის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს კომპანია „ნატახტარის“ მიერ წარმოებულ ლუდს
  • საუკეთესო სტატიის ავტორი — სტატია მინიმუმ 30 წინადადებისგან უნდა შედგებოდეს. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც კომპანია ნატახტარისგან საგანგებოდ ჩამოსხმულ ლუდს და კათხებს მიიღებენ. სავალდებულოა სტატიასთან ერთად იმ წყაროებისა და ბიბლიოგრაფიის მითითება, რომლებიც გამოყენებულ იქნება სტატიის დაწერისას. შეფასდება სტატიის აკადემიურობა, გამართულობა, ფაქტების სიზუსტე, თანმხლები თვალსაჩინოება და ა.შ.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ კონკურსისთვის შექმნილი ყველა სტატია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ არა, გავრცელდება CC-BY-SA 3.0 ლიცენზიით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი სტატიის გამოყენება ავტორის [ანუ თქვენი] სახელის მითითების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამავდროულად, ნებისმიერი პიროვნება შეძლებს [თქვენი] სტატიის გამოყენებას ნებისმიერი მიზნისთვის, იმ პირობით, რომ ავტორის სახელს მიუთითებს.